"უცბად, ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო..." - ნიკოლოზ წულუკიძემ ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის დღეში",  ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

ის ქალაქ ნეაპოლში იმყოფებოდა და "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრო.

"ურთულესი სოციალური პრობლემების, გაჭირვების მიუხედავად, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი იშრომა, რომ ხვიჩა ასეთ დონემდე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მიენიჭებინა მთელი ერისთვის.

რა განცდა იყო - ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა, რომ ასეთი
უმსგავსობები წერო მის შესახებ.

ასეთი ბედნიერი დღის ("ნაპოლისა" და "იუვენტუსის" თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება... უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე, რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი... დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ... იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ.

alt"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

alt"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

მკითხველის კომენტარები / 52 /
გეხვეწებით ქართველებოო!!შეეშვით ამ ბიჭს ცოტა ხანი აცალეთ თამაში,ნუ ჩადიხართ ამ დელეგაციებით უხერხულ მდომარეობაში აგდებთ ხვიჩასაც და მის ოჯახსაც, წარმოიდგინეთ რამდენი ჩადის ნეაპოლში და ყველას უნდა ხვიჩასთან შეხვედრა და მაისური,არ იტყვიან იტალიელები ესენი რა ხამი ერი არიანო,ლოჩოშვილიც თამაშობს ერია ა-ში და მის თამაშებსაც დაესწარით,იქონიეთ ყველაფერში საზღვარიიი!!!!!!!!
სოსო
17:44 16-01-2023
2
ასეთი საშინელი ქმედება უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლებრივი წესით.შესაძლოა,მაშინ მაინც ვერ გაბედონ მსგავსმა სულით მახინჯებმა ესეთი უკეთურება.
მერაბი
15:01 16-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული