"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს" - ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუ ხვიჩას ოჯახთან

AutoSharing Option
"იმედის დღის" წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) შეხვედრას დაესწრო, მატჩის დასრულების შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლები ჩაწერა.

ხვიჩას მამა

"მაგრად გაგვახარა. მიხარია, რომ ქართველ ერს ასე უხარია და ამდენი ქართველი ჩამოვიდა. სტადიონზე ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი. ვაცნობიერებ, რომ ნეაპოლში ვარ და "მარადონას მოედანზე" ზიხარ და ფეხბურთს უყურებ, ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს. 27-ში ჩამოვედით, ახალ წელს ხვიჩასთან ერთად შევხვდით, ბავშვით, რძლით, შვილიშვილით, სულ ყველა აქაა, ორივე ძმა ჩამოვუყვანე. ყველანაირად ვცდილობ, ხელი
შევუწყოთ, რომ ამდენ დატვირთვას გაუძლოს. ჯერ სახლიდან ასე შორს, შემდეგ ასეთ გუნდში, ასეთ კონკურენციაში, მაგრამ ისე მახალისებს და ისე მიხარია, რომ ხვიჩა იმ გუნდში თამაშობს, სადაც მარადონა თამაშობდა. იმედები, რაც ხვიჩაზე ქართველ ერს ამ წუთას აქვს, გაემართლებინოს, ნაკრებიდან გამომდინარეც გაემართლებინოს.

ხვიჩას დედა

"იმ დღეს ხვიჩა სახლიდან ისეთი მოტივირებული წავიდა, თან იცოდა, ამდენი ქართველი დაესწრებოდა მატჩს... ძალიან დიდი მოტივაციით წავიდა, მჯეროდა, რომ გაახარებდა იმ გულშემატკივარს, რომელიც იქ მივიდა. ქუჩაში ჩვეულებრივად ვერ გადაადგილდება, გარეთ საერთოდ ვერ გადის... თამაშის დაწყებიდან დამთავრებამდე ჩემი გული რას განიცდის, ვერ გეტყვით".

წყარო: "იმედის დილის" "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ხვიჩას ყველაფრისათვის
ჭორლეონე
19:54 17-01-2023
0
ბადრი და მაკა თქვენ გენაცვალეთ ასეთი შვილის გაზრდისთვის!
ზაზა
19:41 17-01-2023
0

სიახლეები პოპულარული