თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "შტურმს" დაუზავდა - 2:2.
აჭარული გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ლუკა ქაფიანიძემ თავურით ანგარიში შეამცირა, ხოლო შემდეგ გიორგი კვერნაძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის კვერნაძით "ნაპოლია" დაინტერესებული.
ბათუმის "დინამომ" აქამდე ორი სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა - პოლონეთის "ვიძევთან" 2:4 და კოსოვოს "მალიშევასთან" 0:1.
გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რადგან დღეს პირველ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დინამო (ბთ) (სასტარტო): ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე