რა გუნდია "კარლსრუე"?
"კარლსრუეს" თავკაცი კრისტიან აიხნერი კარიერას სწორედ ამ გუნდში იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სებასტიან იუნგია, რომელიც უფრო "ვოლფსბურგიდან" გვახსოვს.
იაშვილი და "კარლსრუე"
სხვა ქართველები
იმავე "ფრაიბურგთან" და "აუგსბურგთან" ერთად ოთარ ხიზანეიშვილმა მეორე ბუნდესლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას ტრავმებმა ბევრი დააკარგვინა. "ფრაიბურგში" მოგვიანებით დავით თარგამაძეც გამოდიოდა და რანგით მეორე ლიგაში 6 მატჩი ითამაშა. "ფრაიბურგში" ლუკას ჰუფნაგელივ იყო. მას საქართველოს ნაკრების ღირსება 2 მატჩში დაუცავს.
ქართველი ფეხბურთელების გერმანული გზა ერთ-ერთმა პირველმა რევაზ არველაძემა და კახა ცხადაძემ გაჭრეს. ბევრს შესაძლოა, არც კი ახსოვდეს, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი, გიორგი ქინქლაძე, კარიერის დასაწყისში სწორედ გერმანიის მეორე ლიგაში, "ზაარბრიუკენში" გამოდიოდა და 11 შეხვედრა ჩაატარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მეორე ბუნდესლიგაში ჩვენი ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან ყენია "ფორტუნას" რიგებში მას შემდეგ თამაშობდა, რაც გელზენკირხენის "შალკეში" კარიერა კარგად ვერ აეწყო. ამ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენებური მათე ღვინიანიძე იყო, რომელმაც "მიუნხენ 1860"-ის რიგებში 87 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი). მეორე ბუნდესლიგაში 46 მატჩი 9 გოლის ავტორი ხვიჩა შუბითიძე გახდა. გიორგი ჭანტურია "დუისბურგში" მშვენივრად გამოიყურებოდა და 4 გოლის გატანაც შეძლო.
ქართველები იმ იენის "კარლ ცაისის" წევრებიც იყვნენ, რომელიც 1981 წელს ლეგენდარულმა თბილისის "დინამომ" დაამარცხა - მეკარე გიორგი ლომაია, მიხეილ აშვეთია, გიორგი ონიანი და გიორგი სეთურიძე.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ყოფილ ფორვარდს გაჰქონდა - დავით სირაძის ანგარიშზე 8 გოლი იყო, ნიკოლოზ გელაშვილის - 2.
გერმანიის რანგით მეორე ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წევრებიც თამაშობდნენ - გიორგი ჩაკვეტაძე ("ჰამბურგი"), ლაშა დვალი ("დუისბურგი"), გურამ გიორბელიძე ("დრეზდენი") და გიორგი ლორია ("მაგდებურგი").
ბუდუ ზივზივაძე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია, რომელიც პარტნიორებს ზონებს კარგად უთავისუფლებს, მოძრავია და გოლის ალღო აქვს. იმედია, მისი შედეგიანობა მარტის მატჩებში და არამხოლოდ გაგრძელდება, რაც საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგება.
ცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი
თრილერი "ფოლკსპარკშტადიონზე" - ზივზივაძემ გაიტანა, "კარლსრუემ მოიგო და წინ მიიწევს [VIDEO]