თბილისის "დინამოს" "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ეწვია

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას სპეციალური მოწვევით, თბილისურ კლუბს ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტი ავრაამ გრანტი ესტუმრა.

ვიზიტის პირველ ნაწილს "დინამო თბილისის" აკადემიამ უმასპინძლა, სადაც ავრაამ გრანტი კლუბის პრეზიდენტთან, რომან ფიფიასთან ერთად აკადემიის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს შეხვდა. საუბარს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, ცნობილმა მწვრთნელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შემდგომ კითხვებს უპასუხა.

​აკადემიაში ვიზიტის შემდეგ ავრაამ გრანტმა "დინამო თბილისის" მთავარი გუნდის ბაზაზე გადაინაცვლა, სადაც მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს შეხვ
და და დინამოელთა ვარჯიშს დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ავრაამ გრანტი სხვადასხვა დროს ისრაელის ეროვნული ნაკრებისა და ჩელსის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან ლონდონურ კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა. ამჟამად ავრაამ გრანტი ზამბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღაც კარგის მოლოდინია ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხვიჩას კვალდაკვალ... უფრო დიდი ინვესტიციების ჩასადებად თუ მოიწვია გრანტი ფიფიამ, დააინტერესა ტალანტების საბადოთი ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტი.
ლაშა
13:41 23-02-2023
0
ეს რამომხდარაა ფიფია კაი პრეზიდენტიაო? მშვიდობა გვისურვა? თუ ომი უნდაა?
beqa
12:13 23-02-2023
3

სიახლეები პოპულარული