გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნა. 49-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, რომელმაც ერთ წუთში დუბლი შეასრულა. 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე თინათინ ამბალიამ გაზარდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ დააფიქსირა 86-ე წუთზე გატანილი გოლით.
სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი
გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შოტლანდია უმასპინძლებს.
nakrebi.ge