ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალურ მატჩზე
AutoSharing Option
28 ნოემბერს უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, დორტმუნდის "ბორუსიისა" და ფრანგული პსჟ-ის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი გაუწევენ.
"დორტმუნდისა" და პსჟ-ის 19-წლამდელთა გუნდების დაპირისპირება გერმანიაში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.