"საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს შეუქმნის" - თბილისის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "აგენტების კანონპროექტთან" დაკავშირებით კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა:

"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენს ფეხბურთს, ისევე ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას".

მკითხველის კომენტარები / 57 /
დინამო-ნაცების დაკრიშული- რუსეთიდან მოსული პრეზიდენტით,რომელიც ადრე ვორონეჟის ფაკელის მფლობელი იყო. ბევრმა იცოდა და ბევრმაც დღეს გაიგო ეს.არ გაწყობთ თანხების გამჭვირვალობა? ამერიკაშიცაა ზუსტად ეს კანონი და ევროპული გზიდან გადახვევა რა შუაშია? ფეხბურთს ხო მიხედეთ უკვე და ახლა პოლიტიკასაც მაგრად მიხედავთ. ამიტომ არაფერი გვეშველება რაა.
ზეზვა
03:26 07-03-2023
31
განცხადება ნახე რა -"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა." სირცხვილი არ გაქვთ საერთოდ?შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვთ ხომ? ნეტავ თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ყაზახეთს და ესტონეთს ვერ უგებთ, ფარერებზე ხო ბაზარი აღარ არის. წადით ბიძიკო და ივარჯიშეთ. რა გინდათ თქვენ ევროპაში?მთელი საქართველო რომ შევიდეს თავის აფხაზეთით და სამაჩაბლოთი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თქვენ მაინც უნდა დაგტოვონ გარეთ. თქვენ უნდა თამაშობდეთ ჩებოქსარის და ტიუმენის გუნდებთან მეტის ღირსები არ ხართ.
ძველი დინამოს გულშემატკივარი.
22:36 06-03-2023
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული