SassuoloNews: სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ტალანტი ვიხილოთ

AutoSharing Option
SassuoloNews-ი იტყობინება, რომ სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ჩინებულმა თამაშმა ქართველი ტალანტებისადმი დაინტერესება გამოიწვია და "სასუოლომ" ყურადღება თბილისის "დინამოს" ორ წევრს მიაპყრო, რომლებიც 2001 წელს არიან დაბადებული - ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი.

ზაფხულში "სასუოლოს" სავარაუდოდ მაქსი ლოპესი და დავიდე ფარტეზი დატოვებენ და არაა გამორიცხული ქართველები კლუბის ახალი პროექტის ნაწილი გახდნენ.

SassuoloNews-ი აღნიშნავს, რომ მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, დადებითად ახსიათებენ, გუნდის გაძლიერება შეუძლია, თუმცა სხვა იტალიური კლუბებიც აკვირდებიან და "სასუოლოსთვის" მისი ხელში ჩაგდება ადვილი
არ იქნება. რაც შეეხება მოისწრაფიშვილს, შემტევი ნახევარმცველია, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და ორი დინამოელის ტრანსფერზე "ნეროვერდი" მუშაობას იწყებს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეგ ყველაფერი კარგია მაგრამ მაგალითად მოისწრაფიშვილმა გოლი რომ გაიტანოს მაყურებლებმა როგორ უნდა გაიმეორონ 10 ჯერ !!(ისე მაგარი დებილობაა 10 ჯერ რომ იმეორებენ )მაგის გვარიიიი ?? P 10 ჯერ კი არა ერთხელ ვერ იტყვიან DD
zura222
12 მარტი 2023 22:00
30
ანზორა. ანზორა იძახებს ხალხი რა პრობლემაა.
ანზორა
13 მარტი 2023 01:14
1
დისლაიქები??? ეს ხალხი სარკაზმს და ხუმრობას ვერ ხვდება
გოგა
13 მარტი 2023 00:04
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული