SassuoloNews: სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ტალანტი ვიხილოთ

AutoSharing Option
SassuoloNews-ი იტყობინება, რომ სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ჩინებულმა თამაშმა ქართველი ტალანტებისადმი დაინტერესება გამოიწვია და "სასუოლომ" ყურადღება თბილისის "დინამოს" ორ წევრს მიაპყრო, რომლებიც 2001 წელს არიან დაბადებული - ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი.

ზაფხულში "სასუოლოს" სავარაუდოდ მაქსი ლოპესი და დავიდე ფარტეზი დატოვებენ და არაა გამორიცხული ქართველები კლუბის ახალი პროექტის ნაწილი გახდნენ.

SassuoloNews-ი აღნიშნავს, რომ მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, დადებითად ახსიათებენ, გუნდის გაძლიერება შეუძლია, თუმცა სხვა იტალიური კლუბებიც აკვირდებიან და "სასუოლოსთვის" მისი ხელში ჩაგდება ადვილი
არ იქნება. რაც შეეხება მოისწრაფიშვილს, შემტევი ნახევარმცველია, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და ორი დინამოელის ტრანსფერზე "ნეროვერდი" მუშაობას იწყებს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ახლა მთავარია კვარას ფაქტორი სხვა ფეხბურთელებმა გამოიყენონ
დავით
17:48 13-03-2023
0
ბავშვობიდან ვადევნებ თვალს და ანრი მექვაბიშვილი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ბიჭი. თავდადებული, ჟილკიანი, ნაღდი პროფესიონალი და ოქრო კაცი. დარწმუნებული ვარ ცოტა თუ გაუმართლებს და თვითონაც დიდ შრომას ჩადებს ტოპ დონეზე ითამაშებს. სასუალო მშვენიერი ვარიანტი იქნება და თითოეული კარგი ტრანსფერი ევროპაში ჩვენი ჩემპიონატისადმი ყურადღებას გააასმაგებს. ამიტომ ამ ბიჭებზე მთელი საქართველოს პრესტიჟი და პერსპექტივა არის ცამოკიდებული, კვარამ დაიწყო დიდებულად, მშვენიერია მამარდაც, საკმაოდ კარგია ლოჩოც და რაც მეტი გვეყოლება ტოპ ლიგებში მით მაგარი იქნება ნაკრების შედეგიც - დროა გავიგოთ დიდი გამარჯვებების გემო
ანრის ფანი
16:47 13-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული