ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

AutoSharing Option
ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმარსრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების შედეგები

არმანდ დუკა (ალბანეთი) - 45 ხმა

იესპერ მიოლერ კრისტენსენი (დანია) - 42

პეტრ ფოუსეკი (ჩეხეთი) - 40

ლევან კობიაშვილი (საქართველო) - 40

ლუის რუბიალესი (ესპანეთი) - 40

ფილიპ დიალო (საფრანგეთი) - 37

ანდრი პაველკო (უკრაინა) - 31

Sportall.Ge

უეფას 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის
პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. უეფას პრეზიდენტი, ისევე, როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით აირჩიეს.

უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ლევან კიდევ ერთი მაღალ ხელფასიანი სამსახურის შოვნას! 1) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.2)პარლამენტის დეპუტატი.3) უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.-რაღა გვიჭირს,ავშენდით! ამის მერე აღარ ვიდარდებ ევროპული და ქართული ფეხბურთის მომავალს-ის საიმედო ხელშია და მას ლევან კობიაშვილი ქვია.
mamulo
20:50 05-04-2023
18
საბოლოოდ გათახსირდა მსოფლიო ფეხბურთი. ფიფას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, უეფას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი. იმიტომაცაა მსოფლიო ფეხბურთი კორუფციაში და ათასგვარ უბედურებაში ჩავარდნილი
ძირს ძირმომპალი მსოფლიო ფეხბურთის ჩინონვნიკები
17:19 05-04-2023
9

სიახლეები პოპულარული