24 წლის ქართველი მწვრთნელი "იუვენტუსში" - როგორ უნდა გვყავდეს უფრო მეტი "კვარა"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი იტალია და არამხოლოდ აალაპარაკა. ამან ქართულ ფეხბურთზე ბევრი სხვაგვარად დააფიქრა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზარდა - იხსნება ცნობილი კლუბების აკადემიები, აქაური მოთამაშეების მიმართ სატრანსფერო ინტერესებზე აქტიურად წერენ...

SPORTALL.GE საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. 24 წლის გიორგი ლაზარაშვილი ტურინის "იუვენტუსის" ლონდონის აკადემიაში მოღვაწეობს და უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებაც აქვს. მას ბრიტანეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, ბავშვთა ფეხბურთის მიმართ საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაგვიზიარა...

Sportall.Ge

ხანმოკლე კარიერა

- ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. საბედნიეროდ, 13 წლის ასაკიდან ინგლისში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და
ლონდონის "არსენალის" მოსამზადებელი გუნდის წევრი ვიყავი. ყველაფერი ჩრდილოეთ ლონდონშივე გაგრძელდა და "ტოტემჰემში" სარეზერვო გუნდთან ერთადაც კი ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, იმ სიმძიმის ტრავმა მივიღე, იძულებული გავხდი, კარიერის განახლებაზე უარი მეთქვა...

ლონდონიდან "იტალიურ" ლონდონში...

- სამწვრთნელო კურსების გავლაც "არსენალში" დავიწყე. ამჟამად კვლავ ლონდონში ვმოღვაწეობ, ოღონდ ტურინის "იუვენტუსის" აკადემიის (Juventus Academy London) მთავარი მწვრთნელი ვარ. 8-9 წლის ბავშვებთან ერთად ტიტულები მოვიგე, შემდეგ კი 11-12 წლამდელებთან ერთად Juventus Academy World Cup-სა და Junior Premier League-ზე გავიმარჯვეთ. მაქვს Sport Science სერთიფიკატი (Sport Development and Coaching Degree). უახლოეს მომავალში ვაპირებ სამაგისტრო ნაშრომის დაცვას (Performance Analis-ში).

მიუხედავად საკმაოდ პატარა ასაკისა, კლუბის მხრიდან მაქვს სრული ნდობა, გავხდე "იუვეს" აკადემიების წარმატების ერთ-ერთი გასაღები როგორც ინგლისში, ასევე სხვა ქვეყნებში...

Sportall.Ge

რეკომენდაციები სამშობლოსთვის...

- საქართველოში წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების მაგალითის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არაერთი პრობლემა გვაქვს და ბავშვთა ფეხბურთში პროფესიონალიზმის დეფიციტიც არსებობს, რასაც არასასურველ შედეგებამდე მივყავართ. ევროპული ფილოსოფიის დანერგვა და ტურნირების გამართვა დიდი კლუბების აკადემიებთან ჩვენი ბავშვებისთვის დიდი ფუფუნება იქნება და ბევრ კარგ რამეს შეითავსებენ. მთავარია, ყველაფრის სწორად მიწოდება და გამოყენება მოხდეს.

მგონია, რომ საქართველოში სპორტის პოპულარიზება ადრეულ ასაკშივე მეტად უნდა მოხდეს. სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს, როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ორგანიზმს და მენტალურად ჯანმრთელები ვიყოთ. სწორედ ამის არარსებობის გამოა, ბავშვებს უჭირთ დაადგინონ, თუ რა ხდება მათი ტრავმის მიზეზი. ამ საკითხზე მუდმივად სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის ექიმებზე დამოკიდებული ვერ იქნები...

იტალიური გაკვეთილი

- "იუვენტუსს" თავისი მეთოდოლოგია აქვს. ბავშვებს 5 წლის ასაკიდან ასწავლიან ბურთთან ურთიერთობას, კოორდინაციასა და დისციპლინას. 9-დან 12 წლამდე ხდება ტექნიკურ ელემენტებსა და ასპექტებზე მუშაობა, ამის შემდეგ კი ფოკუსი მთლიანად ფიზიკურ მომზადებაზე გადადის.

ჩვენს კლუბს აკადემია 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. ვცდილობთ, ოცნება მაქსიმალურად ბევრ ბავშვს ავუხდინოთ. ჩვენი სისტემა ძალიან გამართულია.

Sportall.Ge

კვარაცხელია და ქართველი ბავშვები

- რა თქმა უნდა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობების შესახებ ყაზანის "რუბინიდან" და საქართველოს ნაკრებიდან კარგად იცოდა, თუმცა ტრანსფერს ხელი შეეშალა. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშეში 20 მილიონი ევროს გადახდა (რაც ხვიჩას სატრანსფერო ფასი იყო) ევროპულმა კლუბებმა ერთგვარ რისკადაც ჩათვალეს. ამის შემდეგ "იუვემ" სხვა ფეხბურთელებიც შეიძინა და ეს გარიგება საბოლოოდ "ნაპოლიში" შედგა.

მინდა, თითოეულ ქართველ ბავშვს წარმატება ვუსურვო. ხვიჩა კვარაცხელიამ მათი ოცნებები უფრო ცხადი და ასრულებადი გახადა, ფეხბურთისადმი სიყვარული და რწმენა გაუღვივა. მათ უბრალოდ კეთილი
რჩევას მივცემ - განათლება მიიღონ და საკუთარ თავზე მეტად იმუშაონ. თანამედროვე ფეხბურთში განათლების ფასი დიდია!..

alt"ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

alt"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი ლაზარაშვილი მალე იუვენტუსის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც გვეხილოს. წარმატებები
ნიკო
15:10 25-04-2023
1
ფეხბურთში მომეცადინე ბავშვი,სასკოლო საგნებში მომზადებისათვის,დროს ვერ გამოყოფს.სასკოლო პროგრამები კი,დღევანდელი მდგომარეობით,ბავშვს ცოდნას არ აძლევს.ფეხბურთის აკადემიებმა,აუცილებლად უნდა იზრუნონ,ბავშვებისათვის სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის.ინტელექტუალური დონის გაზრდა ხომ საფეხბურთო ინტელექტის ზრდასაც იწვევს და უცხო გარემოში,ახალბედა ფეხბურთელს,თავის დამკვიდრებაშიც ეხმარება.ყოვემრივ მომზადებული ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოშვება,საბოლოო ჯამში,აკადემიის წარმატებებზე და შემოსავლებზეც დადებითად აისახება.
სოსო
14:59 25-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული