უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით გამართული სემინარი, რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისთვის, შსს-ს წარმომადგენლებისთვის და ერთობლივი ტრენინგისგან, რომელიც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.
სემინარი მიზნად ისახავდა საფეხბურთო მატჩებვზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას.
თბილისში ჩატარებული სემინარის მუშაობაში უეფას წარმომადგენლები ზელკო პავლიცა, სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი,
სემინარის დასრულების შემდეგ, კურსის მსმენელებს უეფას სერტიფიკატები გადაეცათ.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია