მოისწრაფიშვილის სამსახურით საფრანგეთის თასის მფლობელი დაინტერესდა

AutoSharing Option
ფრანგული lesviolets-ი ესპანურ Revelo-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევი ნახევარმცველით, გიორგი მოისწრაფიშვილით, "კოპენჰაგენი", "ლუდოგორეცი", "ბაზელი", "სასუოლო" და "ტულუზა" არიან დაინტერესებული.

გამოცემა წერს, რომ მოისწრაფიშვილს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და მის თამაშს ყურადღებით აკვირდება "ტულუზა".

"ტულუზამ" გასულ სეზონში საფრანგეთის თასი მოიპოვა (ფინალში "ნანტი" 5:1 დაამარცხა), ლიგა 1-ში მე-13 ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში სერიოზულად გადახალისდება. ქართველი კიდევ 12 ფეხბურთელთან ერთად სატრანსფერო სიაშია.

მოისწრაფიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 21-წლამდელთა ევროპირველობისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლუდოგორეცი არა ტირასპოლის შერიფი კიდევ!
მეზღვაური
00:12 13-06-2023
2
იმედია აცნობიერებენ რამხელა შანსიაქვთ თავის გამოჩენის და ტოპ ჩემპიონატში გადასვლის უბრალოდ მაგრად უნდა ითამაშონ ბოლომდე დაიხარჯონ უ21
beqa
11:35 13-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული