"ცნობილია, რომ "ლივერპულის" სკაუტები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თვალყურს აქტიურად ადევნებენ. მომდევნო კვირები ამ მხრივ საინტერესო იქნება, რადგან აღნიშნულ ტურნირზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, რომელიც "სქაუზერთა" რადარებზე იმყოფებიან.
"ლივერპულის" ყურადღება ალბათ ბელგია-ნიდერლანდების მატჩისკენ უფრო იყო მიმართული, სადაც რაიან გრავენბერხი და მიკი ვან დე ვენი ასპარეზობენ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ არჩევანი პარალელურად გამართულ თამაშზე შეეჩერებინათ. ტურნირის პირველი დღის მთავარი
პორტუგალიის ნაკრები დაკომპლექტებულია ისეთი მოთამაშეებით, როგორებიც პედრო ნეტუ და ნუნო ტავარეში არიან, ამის გათვალისწინებით, შედეგი კიდევ უფრო გამაოგნებელია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, მათ რამდენიმე დღის წინ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვეს და გუნდს მხოლოდ მეორე ტაიმში, შეცვლაზე დაეხმარნენ.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში გულშემატკივარს დისციპლინირებული და სწრაფ კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი შესთავაზა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ტექნიკა და ხარისხი ეჭვს არ იწვევს.
ქართულ ფეხბურთს მდიდარი ისტორია აქვს, ბოლო 30 წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობის განვითარება ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა უკანასკნელ ათწლეულში ტემპი გაიზარდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამოა", მათ ძლიერი აკადემია შექმნეს და მიიწვიეს მწვრთნელი, რომელსაც ისეთ ფეხბურთელებთან ჰქონდა ურთიერთობა, როგორიც ლიონელ მესია, საუბარი ანდრეს კარასკოს ეხება, რომელიც 1999-2011 წლებში "ლა მასიას" აკადემიაში მუშაობდა.
მისი საქმიანობის შედეგი უკვე ვნახეთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" სუპერვარსკვლავია, "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის სახით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე ჰყავს. ლუკა პარკაძე "ბაიერნში" გადავიდა, 17 წლის "დინამოში" მოასპარეზე გაბრიელ სიგუა კი 21-წლამდელთა ტურნირში იღებს მონაწილეობას და საკლუბო დონეზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 13 მოთამაშეთა, ნახევარზე მეტი დიდ ფეხბურთში სწორედ თბილისის "დინამოს" რიგებიდან გამოჩნდა, რაც მრავლისმეტყველია.
ისეთი კლუბი, როგორიც "ლივერპულია" საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესებში ცვლილება შევიდა. კერძოდ, პრემიერ ლიგის კლუბებს 4-4 მოთამაშეზე გამონაკლისის დაშვებისა და მათთვის სამუშაო ვიზების მარტივად მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ამით "ლივერპულს" ეძლევა შესაძლებლობა, რომ ახალი ბაზრები აღმოაჩინოს და შეისწავლოს. ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა, რომ მერსისაიდულ კლუბს ეს სიახლე საქართველოდან დაეწყო. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა ტალანტების სამჭედლოა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის. 27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ბელგიელთა მწვრთნელი: გილოცავთ, ჩვენ საქართველოსთან გამარჯვება ნაადრევად ვირწმუნეთ და ..
დიდება საქართველოს!