"შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე!" - შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მონაწილეობას მიიღებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ამბავს არველაძე საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა:

"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით, ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და
ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე!" - წერს შოთა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
უკრაინელებმა თავიანთი თანამემამულე ხოჭოლავა არ მიიწვიეს??!!
1
ქინქლაზე არ დაპატიჯეს და ეს რა ნამუსიტ მიდის? მარა არველაზეები რის არველაზეები არიან ტუ არ სჰეეტენენ ვინმეს,უტო რო ცჰარტო ესენი იცჰიტებიან კველგან.არცერტი ამის პაკალენია.
ar dabloko tu zma xar
17:47 30-06-2023
9

სიახლეები პოპულარული