"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელების ახალგაზრდულ ნაკრებში არყოფნამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მუჯირის თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებზეც თავად ვერ ისაუბრებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. არის დატვირთული სეზონი, შემდეგ სანაკრებო პაუზა.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდა, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით... ამაზე საუბარი რთულია. ძალიან ბევრი
გარემოებებია, რომელზეც ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ ამხნევებენ", - განაცხადა დავით მუჯირმა.

altდავით მუჯირი სტუმრად გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]

altდავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

altდავით მუჯირი: ეროვნული ლიგის შეხვედრებზე მაყურებლის დასწრების საკითხი ასე გადაწყდება...

მკითხველის კომენტარები / 45 /
ვეჟო, მერე ვერ დაითანხმეთ სფფ-მ?!
ბოლო-ბოლო თუ დაღლილები იყვნენ, შეცვლებზე ეთამაშათ, როთაც გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ, მაგრამ არა, ეხლა ფეხბურთელებზე გადაბრალების მცდელობაა. კი, ფეხბურთელების ბრალი რათქმაუნდა იკვეთება, რადგან შენი ქვეყნის ღირსების დაცვას ეხება საქმე, მაგრამ რისთვისაა ფედერაცია?!
ლაშა
16:12 09-07-2023
21
ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდულებში თამაში შეიძლება არ უნდოდათ ხვიჩას და გიორგის, მაგრამ ნუთუ ოლიმპიადაზე მოხვედრა არ უნდოდათ? ნუთუ საერთაშორისო ტურნირზე, თუნდაც ახალგაზრდულებში, მედლის აღება და შესაძლოა ევროპის ჩემპიონობაც კი, არ უნდოდათ? ეს ერთადერთი შანსია კარიერაში, ინგლისელი ან ფრანგი ხომ არა ხარ, ყოველ ორ წელიწადში რომ გეძლეოდეს სანაკრებო ტიტულის შანსი, როგორ უნდა გაუშვა ხელიდან ასეთი შესაძლებლობა?
Ixvi
19:46 09-07-2023
10

სიახლეები პოპულარული