მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ყაზახურ "ასტანას" ესტუმრება. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ევროტურნირების წინ ქართველი გულშემატკივარი მუდამ იმედიანადაა. ზოგჯერ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამბიციის გარეშე ყოფნაც არ შეიძლება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, თბილისურმა კლუბმა პირველი ეტაპის ბარიერი გადალახოს, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას უფრო იოლად ხსნის. თავი არ მოვიტყუოთ, ყაზახური "ასტანა" იოლი მეტოქე არ იქნება!..

სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა
ქართულ კლუბებს უგემიათ. ამით უფრო "აქტობე" გამოირჩეოდა, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ჩვენებური კლუბი დაამარცხა, რომელსაც შეხვდა. მაშინ ამ გუნდთან უშანსო მარცხი "დინამოში" სერიოზული გადახალისების საფუძველი გახდა. გვესმოდა, რომ ყაზახეთში სეზონი ზაფხულში მიმდინარეობდა და მათთან ამის გამოც გვიჭირდა. ახლა ეს არგუმენტი გამოცლილია - უნდა შევძლოთ, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გავიაროთ და ყაზახებს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გადავუჭრათ!.. სხვათა შორის, პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "აქტობე" ელის.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ. 

ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".

გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

Sportall.Ge

შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.

ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.

altქართული ფეხბურთი უკეთესია თუ ალბანური? - საუკეთესო ფლამარიონი და წიტაიშვილით გაძლიერებული ბათუმელები...

altთბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

altრას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
Lazio-მ Metz-ს დღეს წარუდგინა შეთავაზება მიქაუტაძის შესახებ.
ქ.გ.
12 ივლისი 2023 18:25
0
მხოლოდ ერთი განსხვავებაა შემადგენლობაში, სიგუაა ოსიყმაშვილის ნაცვლად, მექვაბიშვილის პოზიციაზე
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
12 ივლისი 2023 17:09
0
მერამდენე სეზონია ჩვენი კლუბები ეროვნული ლიგის მაისურებით თამაშობენ ევროტურნირებზე.ასეთი რა გახდა ლათინურად მაისურებზე სახელების დაწერა?ხომ შეიძლება ეკიპირება მოახდინონ კლუბებმა ევროტურნირების წინ?ასე უჭირთ ფინასურად, განსაკუთრებით ჩემპიონ დინამო თბილისს რომ ზედმეტი მაისურები შეიკერონ?
მეზღვაური
12 ივლისი 2023 12:34
7
Მოვიდა პიუნიკიიი...დინამომ საქართველოს ნაკრებს გაუზარდა 70% ფეხბურთელებისა.თქვენი გუნდის აღზრდილი ერთი ფეხბურთელი მაჩვენეთ.ერთიიი...როინაო არ მითხრათ ეხლა.ბათუმის დინამო ხო საერთოდ წუწკი მელიასავით ჩასაფრებულია დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზასთან და ოღონდაც კი ვინმე გამოვიდეს ბაზიდან ეგრევე ბათუმში მიაცუნცულებს
ქუთაისელ ფანებს
12 ივლისი 2023 12:32
4
Წელს დინამო და ასევე ბათუმი ძლიერად გამოიყურებიან, ამიტომ შედეგი მოვა. Მე მჯერა რომ მინიმუმ კომფერს ლიგის ჯგუფში 1 გუნდი გავა.
Რერო
12 ივლისი 2023 11:48
2
ღმერთმა გისმინოს. დღეს გამოიკვეთება ეგ კონტურები თუ სად ვართ და რა შანსები გვაქვს.
Joko
12 ივლისი 2023 12:41
0
Yazahuru gundis ro geshinia da tan roca sheni sastavi 9 milionia da magati 12. Es is Astanaa araa rac adre iyo. Tqvisuflad sheidzleba amati gamogdeba. Ra donis aris chveni chempionati axla dxes da xval gavigebt yvelafers. Winaswar ar gvinda pesimistoba.
Qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
12 ივლისი 2023 11:01
2
იმის ნაცვლად ჭია და მისი სტაფი იმას ფიქრობდეს, როგორ მოუგონ ასტანას, იამს ფიქრობენ, როგორ გააპრავონ მომავალი ფიასკო! აბა ამათ ხელში რისი იმედი უნდა გქონდეს!
კოტე
12 ივლისი 2023 11:00
1
ფიფიამ გაწერა დინამოს მომავლის კონცეფცია, რომლის მიხედვით არცერთი ფეხბურთელი არ გაიყიდება ევროტურნირების დასრულებამდე, და თუ გაიყიდება, მხოლოდ სოლიდურ კლუბში...
ლაშა
12 ივლისი 2023 10:40
0
თამაშამდე ერთი დღით ადრე მოთამაშეების დამატება ქართულ ტრადიციად გვექცა თუ რა არის?
???
12 ივლისი 2023 10:22
0
კიდე გჯერათ ზღაპრების? ხვალ პირველივე თამაშში გარკვეული იქნება რო ასტანა შემდეგ ეტაპზეა. საცოდავი გუნდია დინამო თბილისი
levan
11 ივლისი 2023 22:34
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული