ჭიაბრიშვილი: ასტანაში ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ამინდი პრობლემა იქნება

AutoSharing Option
"ასტანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კითხვებს თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა.

- ხვალინდელი შეხვედრის როგორი მოლოდინი მაქვს? არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას არ მოელის. ამიტომ მოგების იმედი გვაქვს.

- ინტერნეტში კომენტარებში ქართველი გულშემატკივრები წერენ, რომ ამჟამინდელი "ასტანა" ამჟამინდელი "დინამოსთვის" მეტოქე არაა. როგორია თქვენი აზრი?
- რა თქმა უნდა, თუ პარალელებს გავავლებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით.

- როგორ შეაფასებთ "ასტანას"? და გყავთ თუ არა შემადგენლობაში ტრავმირებულები?
- გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს.
მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძეა. მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მათგან მრავალი თამაშობდა ან თამაშობს თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში.

- ქართველი ფეხბურთელების ბოლო წარმატებები, მათ შორის, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მთლიანობაში ხალხის ფეხბურთისადმი ინტერესზე გავლენას ახდენს?

- დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ჩვენ კარგი დროება გვიდგას. ფეხბურთელები, რომლებიც ახლა წარმატებით თამაშობენ პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, იგივე კვარაცხელია და მამარდაშვილი, "დინამოს" აღზრდილები არიან. ვამჩნევთ, რომ ქვეყანაში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება.

- ხელოვნურსაფარიანი მოედანი "დინამოსთვის" პრობლემა გახდება?
- დიახ, გაზონი და ამინდი პრობლემა იქნება.

- თქვენ ბეშპარმაკის (ყაზახების ეროვნული კერძი) დაგემოვნება მოასწარით? ხინკალთან შედარება შეგიძლიათ?
- იმისათვის, რათა პრესკონფერენციაზე არ დაგვეგვიანა, აეროპორტიდან პირდაპირ აქ წამოვედით. ამიტომ ვერ მოვასწარით.

- ხვალ 35-38 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ. ეს თქვენთვის რამდენად უჩვეულოა?
- ჩვენთვის ეს ამინდი სიახლე არაა, მაგრამ წელს თბილისში არ ცხელა. ამიტომ ჯერ ადაპტირებულები არ ვართ.

altდანაკლისით ასტანაში - მეტოქემ თბილისის "დინამო" შეისწავლა და აცხადებს, რომ ვალდებული არიან, გაიმარჯვონ

altდროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

altქართული ფეხბურთი უკეთესია თუ ალბანური? - საუკეთესო ფლამარიონი და წიტაიშვილით გაძლიერებული ბათუმელები...

მკითხველის კომენტარები / 20 /
დარჩით-თბილისში-რაღას-მიდიხართ?!ტიპი-გვამზადებს-ფიასკოსატვის-იქ-სტადიონიო-იქ-ამინდიო-იქ-ბალახიო-აქ-ადრე-ღამდებაო-გვიან-თენდებაო!!!გავიგეთ!!!დაეგდეთ-რა-სახლში-არ-წაიღო-ტვინი
svano magarski
21:02 11-07-2023
12
უკვე დაიწყო წუწუნი
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული