"დინამომ" "ასტანასთან" ფრეს მიაღწია - ყველაფერი თბილისში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „ასტანასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 1:1 დასრულდა.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა და სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად უტევდა, მომენტებს ქმნიდა და ტომასოვის
დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-40 წუთზე ოვანესიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კონტრიერიშისას ერთ-ერთზე გასულ კამარას მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, ცოტა ხანში ხარაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს კობოურის შორიდან გასროლილი ჩონდრიჩმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, ხელოვნურსაფარიან მოედანს ალღო აუღეს და ანგარიშიც გაათანაბრეს - იმრანის დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი სიგუამ ყველას დაასწრო. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ტემპმაც მოიმატა, ჩვენი გუნდი ვიზავის ტოლს არაფერში უდებდა, შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც კარგად გაისარჯენ და საბოლოოდ სასურველი ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს თბილისში გაიმართება.

ასტანა. „ასტანა არენა“. 27 328 მაყურებელი
ასტანა - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11), 1:1 სიგუა (57)

დინამო (თბ): ლორია, მალი (მაისურაძე 72), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (კალანდაძე 46), ოსეი (ოსიყმაშვილი 72), იმრანი (სანგარე 82), ხარაიშვილი (ხვადაგიანი 72), სიგუა, კამარა, სხირტლაძე

მკითხველის კომენტარები / 54 /
პირველ ტაიმში 1 გოლი უნდა გაგვეტანა. ცოტათი არ გაგვიმართლა და მოვიგებდით. არაუშავს, თბილისში ისეთივე მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ ბიჭებს, როგორც U21ს და ყველაფერი გამოვა უფლის წყალობით!
Haaland
21:11 12-07-2023
3
საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა მაგრამ ჩვენ ფეხბურთელებს რომ საკუთარი თავის მეტად სწამდნენ უეჭველი მოვიგებდით. ირწმუნეთ საკუთარი ძალების. ხარაიშვილს რაც შეეხება ძალიან ცუდ ფორმაშია ალბათ ყველაზე სუსტი წერტილი იყო ჩვენ გუნდში. იმედია მომდევნო მატჩში ასე ცუდად არ ითამაშებს. წარმატებები დინამო თბილისს. ბათუმიდან გგულშემატკივრობთ.
roma bejanidze
20:30 12-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული