საქართველო 5:0 სომხეთი - ირის ანტმანი მაგრად იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 5:0.

საქართველოს ნაკრების რიგებში გატანილი გოლები თინათინ ამბალიას, ნათია დანელიას, ხატია ჭყონიას, თეონა ბაქრაძის და ნინო პასიკაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს და სომხეთის ეროვნული გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
იშტოიანი თამაშობდა?
ვენეციის კომისია
21:52 13-07-2023
4

სიახლეები პოპულარული