მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

AutoSharing Option
"ორენბურგის" 26 წლის მცველმა ლეო გოგლიჩიძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - ამის შესახებ მან RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, მას მამა ქართველი ჰყავს; თუ მოქალაქეობა შეიცვალა, ის რუსეთში ლეგიონერად ჩაითვლება და ერთგვარად პრობლემას შეუქმნის:

- ქართული ფესვები გაქვთ?

- დიახ, მამაჩემი ქართველია.

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ მოქალაქეობა შეგეცვალათ და ქართული პასპორტი აგეღოთ?

- სიმართლე გითხრათ, თავში ასეთი აზრები მართლაც მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ რუსეთში ლეგიონერად ჩავითვლები და ეს ერთგვარად პრობლემა იქნება. სურვილი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე
და იმედი მაქვს, ეს ახლო მომავალში მოხდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- არა. პასპორტი არ მაქვს და შესაბამისად, მოწვევაში აზრსაც ვერ ვხედავ.

ინფორმაციისთვის, გოგლიჩიძეს მთელი კარიერა რუსეთში აქვს გატარებული. ის წარსულში "კრასნოდარის", "ნიჟნი ნოვგოროდის", "ჩაიკასა" და "ურალის" ღირსებასაც იცავდა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეობას კონსტანტინ მარადიშვილი მიიღებს, რომელსაც ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 59 /
გახდა 26 წლის, მიხვდა რო ამის რუსეთის ნაკრებში მიმწვევი აღარავინაა და გაახსენდა სამშობლო. დაეტიე სადაც ხარ."ჩაიკას" და "ნიჟნი ნოვგოროდის" დონის კლუბები აქაც გვყავს და ვინმე ახალგაზრდა პატრიოტს გამოვიძახებთ
Superman
14 ივლისი 2023 13:14
11
რომ გაიძახით რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყოდაო.ძან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ნათქვამია დიახ მამაჩემი არის ქართველი. მეც ანალოგიური სიტუაცია მაქვს მეც დედა მყავს რუსი დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში თექვსმეტ წლამდე. არასოდეს არ მითქვამს არც ბაღში და არც სკოლაში რო მე არ ვარ ქართველი პირიქით ამაყად ვამბობდი რომ მე ვიყავი ქართველი და არა იმას რომ მამაჩემია ქართველი.კიდევ ის რომ 2008 წლის მერე მამაჩემმა მოკიდა მთელ ოჯახს ხელი და წამოგვიყვანა სამშობლოში მიუხედავად იმისა რომ სულ თავიდან დაგვჭირდა ცხოვრების აწყობა აქ.იქ კი აწყობილი კარიერა მიატოვა
Beqa
14 ივლისი 2023 20:38
0
ყველა ქართველს აქვს უფლება საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თუნდა 26 ის იყოს თუნდა 30 ის .. მთავარია თამაშის ხარისხით იმსახურებდეს.
გიორგი
14 ივლისი 2023 13:28
7
გაქართველებულ რუსს არა
123
14 ივლისი 2023 14:54
7
წავიკითხე კომენტარები და გეთანხმებით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ მაგრამ ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი მე პირადად არ მინდა იმიტომ რომ ის ვერ ითამაშებს ისე როგოც სხვა რომელიც ოცნებობდა ჩვენ ნაკრებში თამაშზე ჩაეცვა ფორმა ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა? ესენი კი ოცნებობდნენ რუსეთის ნაკრებზე და რომ არაფერი გამოუვიდათ შემდეგ მოუნდათ საქართველო ასეთი ფეხბურთელები ვერ დაგვეხმარებიან ჩემი აზრით. გახსოვთ გოგია? გერმანიაზე ოცნებობდა ჩვენ ნაკრებზე ბევრჯერ უარი თქვა შემდეგ იმედი როცა გადაეწყრა გერმანიის ნაკრებზე უცებ საქართველო მოუნდა ასეთი ხალხი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო
Zellllll
14 ივლისი 2023 14:50
4
1000%!!! ვინმეს ახსოვს ეხლა გოგია? ან ქართველს ან გერმანელს? აუ ისე რა ამბიციური იყო ბოლომდე ეგონა რომ გერმანიის ნაკრებში ითამაშებდა და ტიპი არაფრით არ იყო გამორჩეული
სიმართლე
14 ივლისი 2023 15:20
2
100% ით გეთანხმები მეგობარო. ესეთები გიღალატებენ მაშინვე, როგორც პატარა პრობლემას გადაწყდებიან
გიორგი
14 ივლისი 2023 15:10
6
რატომ იშლით ნერვებს უმრავლესობა? მიიღოს მოქალაქეობა თუ უნდა და ღმერთმა შეარგოს...აი ორენბურგიდან თუ ვინმე გამოიძახეს ნაკრებში იმას მოეთხოვოს მერე მკაცრად პასუხი! განაპირა მცველია და ვისზე ძლიერია ვინც გვყავს მითხარით? თუ 26 წლის მერე მკვეთრად მოუმატებს და ძლიერ გუნდში გადავა...რაც 99% გამორიცხულია მერე გავაგრძელოთ საუბარი...
Givi
14 ივლისი 2023 16:44
1
რატომ ვიშლით ნერვებს და უკვე ტენდენცია გახდა, ვისაც რამე "პრასვეტი" უნდა საქართველოს პასპორტებს რომ ურიგებენ. მალე ისე იქნება ქვეყანაში რეფერენდუმი რომ ჩაატარო აფხაზეთის თემაზე ესენი გვაჯობებინ და აჩუქებენ რუსეთს. ამ გარუსებულის გამო თუნდაც ნაკრებში რატომ უნდა იჩაგრებოდეს აქ გაზრდილი ბიჭი ??
d
14 ივლისი 2023 17:23
9
მე წარმოშობით ქართველის საქართველოში ინტეგრირება უფრო გამიხარდება, ვიდრე არაბის, ირანელის, თურქის ანდა სხვა გადამთიელის, რომელთაც მოქალაქეობის მიღება უკვე საქართველოში ხუთწლიანი ცხოვრების შემთხვევაში შეეძლებათ და რომლებიც თუ ასე გაგრძელდა უმრავლესობაში იქნებიან. თუ ითამაშებს ნორმალურად და კონკურენტუნარიანი იქნება ითამაშოს მერე. თუ ვინმე შავკანიანი თამაშობს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში (მას არ ვერჩი რათქმაუნდა კანის ფერის გამო [თუმცა ეს საკითხი სხვა განხილვის თემაა], მან რა დააშავა?!
ლაშა
14 ივლისი 2023 13:45
13
ის შავკანიანი ქართველია და ქართველად მიიჩნევს თავს და არ იძახის ამ რუსაპეტასავით მამა მყავს ქართველიო!!! მაგრამ რუსული ა... უფრო მშობლიურია არა?!!!
Ssss
14 ივლისი 2023 14:24
14
ის არაბი და თურქი იქნებ იმ მამლუქების შთამომავალია? ეგენიც ხომ წარმოშობით ქართველები არიან .. აი როგორც არაბი და თურქი არ იქნება ქართველი ქართულ გავარს თუ მიიღბს ესე ეს გარუსებული ქართული გვარის ხალხი არ არიან ქართველები თავიანთი წინაპრის გავრის გამო!! ის არაბი ქართველის შთამომავალი მიწაში მაინც არ გეცილება. ამათ არ ეკუთვნით ეროვნულ ნაკრებში ადგილი ! ნაკრები არის ქართველი ბიჭებისთვის ტრამპლინი და არა რუსების!
lasha-ს
14 ივლისი 2023 14:56
17
ძან მკაცრებიც ნუ იქნებით! ბავშვი დაიბადა რუსეთში რუსი დედის და ქარტველი მამისგან!მისი ბრალი არაა ეს! ის მრწამსიტ რუსია, ენიტაც, აღზრიდთაც, მისი სამშობლო რუსეტია და ეს მისი ბრალი არაა! კარიტ ხელი და ნამდვილ რუსებს ჩაეხუტეთ! აკი ამას აკეტებთ
lola
14 ივლისი 2023 21:34
4
შერეული ოჯახების შვილები როცა საქართველოს არჩევენ მისასალმებელია ბევრი აღარ ქართველობს და მიტო
ერთაოზი
14 ივლისი 2023 22:39
3
აბა არ გაჭირვებოდათ?!გამომყენებლები,ზიზღს იწვევენ
15 ივლისი 2023 00:14
7
აბა არ გასჭირვებოდათ?!
15 ივლისი 2023 00:15
5
ხოო ახლა აქ კაი პონტია. ჯვატი წერია ამ ქვეყანას და რამე რომ მოხდეს ნუ გეშინია სამხრეთ ოსეთის და დონეცკის რესპუბლიკის პასპორტებსაც აირტყავთ.ქაეთველევის უკან დაბრუნებაზე ვინ რა უნდა თქვას ცუდი მაგრამ ბიჭებმა ბავშვობიდანვე აირჩიეს საქართველო და აგერ საზონოვიც ჩამოვიდა ქართულად მღერის ჰიმნს და სულ გამარჯვებულს ეაროს მაგრამ 26 წლის ყაზილარს გაახსენდა თურმე თან თავისი დისკომფორტებით. წიტაიშვილმა მსოფლიო ჩემპიონი გუნდი დატოვა და ამას დისკომფორტი არ სურს პახოდუ.ლეგიონერად ჩაითვლება ბიჭი. წადი ბიჭვინთაში ლუგანსში ან ბიჭვინთაში აგორავე კარგად დაგაფასებენ.
იბერია
14 ივლისი 2023 16:35
11
წიტაიშვილს უკრაინის ნაკრებში უნდოდა თამაში, უბრალოდ ვერ გაქაჩა კიევის დინამოში და დღეს ბათუმის დინამოში გამოდის..!
???
14 ივლისი 2023 21:53
2
ბიᲭვინᲗას ლუგანსკᲗან ერᲗად და მაგ გაგებიᲗ როგორ ახსენებ Შე უნამუსო
Gel-100
15 ივლისი 2023 09:25
0
არც ამას არ უნდა მისცენ ქართული პასპორტი და არვ მარადიშვილისთვისარ უნდა მიეცათ !მარადიშვილი არ იყო რომ ამბობდა--რა საქართველოს ნაკრები გიჟები ხომ არ ხართ რა მინდა იქო ? ეხლა აეწვათ რუსული ფეხბურთი რომ გაირყა @ ჩემთვის "რუსი" საზონოვი გაცილებით დიდი ქართველია ვიდრე ეს ორივე "ქართველი" ორი ღერი ქართული რომ არ იციან და და საქართველოს ისტორიაზე რომ კითხო გეტყვიან საქართველო პირველი საუკუნიდან რუსეთის ტერიტორია იყოო @@
zura222
14 ივლისი 2023 18:50
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული