"დინამო არენაზე" იოლ მატჩს არ ველით. მართალია, იქაური საწყისი წუთების გასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, ყაზახები განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობდნენ, თუმცა მათთან მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან დაცვაში ნებისმიერი შეცდომის გამოყენებას ეცდებიან. ჭიაბრიშვილის გუნდმა უნდა მოინდომოს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე, მინიმუმ,
ყაზახურ გუნდებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი მართლაც სამწუხაროა. მის დაძლევასთან ერთად, უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასე სანატრელი ერთი ეტაპის გავლით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ იოლი გზა გვექნება. კარგია სანაკრებო კადრების შევსება, თუმცა ევროტურნირებზე წარმატება ჩვენ კლუბებს ფინანსურადაც უფრო გააძლიერებს და ჩვენ ფეხბურთელებსაც მეტად დააკვირდებიან.
ასტანურ მატჩში ისიც გამოჩნდა, ამ გუნდისთვის ხორვატი შემტევი ტომასოვი რამდენს ნიშნავს - მისი თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ყაზახებს ძალიან გაუჭირდათ. წინა მატჩში შეცდომების მიუხედავად, მარგველაშვილს ისევ სასტარტოში ველით, კალანდაძე კი მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ, სადაც ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსცადეს.
ცუდი შეხვედრის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება და გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა, სასტარტოში დაიწყებს. კარგია ანზორ მექვაბიშვილის დაბრუნებაც, რომელსაც მინდვრის ცენტრში ბევრი საქმე დაევალება. ზორან მარუშიჩსაც შეუძლია, გუნდს ძალიან გამოადგეს და შეტევაში ბურთი მეტად შევინარჩუნოთ. მეკარე გიორგი ლორიას ფაქტორი წინა მატჩში მნიშვნელოვანი იყო და ახლაც იმავეს ველით.
მატჩს 40 წლის ინგლისელი სტიუარტ ეთველი გაუძღვება, რომელიც პრემიერლიგის საკმაოდ ავტორიტეტული არბიტრია.
"ერთად დავამარცხოთ "ასტანა" - ჭიაბრიშვილმა და მოისწრაფიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს
"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია