"ქართველები ფეხბურთს სიამოვნებისთვის თამაშობენ, რუსებისა და უკრაინელებისგან განსხვავებით..." - ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი "დინამოსა" და "ასტანას" დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ყაზახმა ფეხბურთელმა იუსუფ შედიევმა თბილისის "დინამოსა" და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ და მოთამაშეთა უმეტესობას, ყაზახებისგან განსხვავებით, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს:

"ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროთასები პოტენციური სატრანსფერო ბაზარია. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგად ითამაშონ.

ყაზახი ფეხბურთელები, ძირითადად, სამშობლოში ასპარეზობენ, ქართველები - პირიქით. საქართველოში ბევრს არ უხდიან, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლა უნდათ.

მაგრამ ქართველები მაინც ქართველები არიან, ისინი ფეხბურთს საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, განსხვავებით რუსებისგან ან უკრაინელებისგან, რომლებიც უფრო მეტი დისციპლინით გამოირჩევიან. ქართველებს ბავშვობიდან უყვართ
ფეხბურთი", - ციტირებს შედიევს Sport.kz.

შეგახსენებთ, რომ "დინამოსა" და "ასტანას" დღევანდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

altმატჩის დღე! თბილისის "დინამო" ასე სანატრელი ეტაპის გავლასთან ახლოსაა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ალბათ ის იგულისხმა, რომ ჩვენ უფრო არაორდინალურები ვართ, ტექნიკური ფეხბურთი გვიყვარს და მებრძოლი სული ჩვენს ხასიათშია. ამიტომ მოდის ამდენი ნიჭიერი ბიჭი მუდამ ამ პატარა ქვეყნიდან. დანარჩენში ვეთანხმები, არ უხდიან პერსიპექტილსაც და არაპერსპექტიულსაც. ამიტომ უჭირასავს ყველას გაქცევაზე თვალი
Haaland
13:28 19-07-2023
0
განსხვავებით ბურიაკისაგან, ეს კაცი მართლა მეგობარია და ობიექტურად საუბრობს.
Status quo
15:22 19-07-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული