ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის „დინამო“ „ასტანას“ 1:0 ამარცხებს.
თუ არ ჩავთვლით ყაზახეთში ჩატარებული შეხვედრის საშინელ საწყის 20 წუთს, რომელიც ქართულმა გუნდმა მოედნისა და ამინდის გამო ჩააგდო, მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, რაც იმის იმედს გვაძლევდა, რომ სახლში უკეთ ითამაშებდა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა. თქვა კიდევაც მათმა მწვრთნელმა ბაბაიანმა, რომ მოწინააღმდეგეს შეტევისას ბურთის ფლობისას უპირატესობა ჰქონდა და ამისათვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - ხარაიშვილს
მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი იმრანმა კამარა შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან ვიზავის კარი დალაშქრა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ ორეგამ მიზანს ვერ უწია. თანდათან ტექნიკაში "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა რამდენიმე შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს "ასტანას" ნახევარმცველმა ებონგმა ორი მეტრიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ასტანა
გოლი: კამარა (22)
დინამო (თბ): ლორია, ტაბიძე, მარგველაშვილი, კალანდაძე, მალი, ოსეი, მექვაბიშვილი, იმრანი, ხარაიშვილი, კამარა, სხირტლაძე
ეხლა კი გეტყვი; შენ თავო რელსზე ხომ არ დაგიხეთქებია? ვის მოუგებთ ასტანას? პირველ თამაშის მერე ხომ მიხვდი რომ ვერ მოუგებდით, რის იმედად გვატყუებ, თუ სიმართლე რომ გეთქვა სახელმწიფოდან დაფინანსებას მოგიხსნიდნენ? ისე,მართლა რაში გიხდიან მაგ ფულს მიკვირს, წაგებით ვის არ წაუგია, მაგრამ მაგ თამაშის გამო, რა თამაშსაც თქვენ აჩვენებთ, კარგად გამხმარი და სულ ეკლიანი ჯოხებით ხართ საცემები.