"ქართველები ფეხბურთს სიამოვნებისთვის თამაშობენ, რუსებისა და უკრაინელებისგან განსხვავებით..." - ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი "დინამოსა" და "ასტანას" დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ყაზახმა ფეხბურთელმა იუსუფ შედიევმა თბილისის "დინამოსა" და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ და მოთამაშეთა უმეტესობას, ყაზახებისგან განსხვავებით, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს:

"ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროთასები პოტენციური სატრანსფერო ბაზარია. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგად ითამაშონ.

ყაზახი ფეხბურთელები, ძირითადად, სამშობლოში ასპარეზობენ, ქართველები - პირიქით. საქართველოში ბევრს არ უხდიან, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლა უნდათ.

მაგრამ ქართველები მაინც ქართველები არიან, ისინი ფეხბურთს საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, განსხვავებით რუსებისგან ან უკრაინელებისგან, რომლებიც უფრო მეტი დისციპლინით გამოირჩევიან. ქართველებს ბავშვობიდან უყვართ
ფეხბურთი", - ციტირებს შედიევს Sport.kz.

შეგახსენებთ, რომ "დინამოსა" და "ასტანას" დღევანდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

altმატჩის დღე! თბილისის "დინამო" ასე სანატრელი ეტაპის გავლასთან ახლოსაა

მკითხველის კომენტარები / 11 /
სიამოვნებისათვის უნდა ითამაშო ეზოში. პროფესიონალი თამაშობს გამარჯვებისათვის და ამისთვის რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებს. ფეხბურთი თამაშია თამაშობა კი არა. თუ ამას ყველაფერს სიამოვნებაც ემატება მშვენიერი, მაგრამ პირველადი გამარჯვებისკენ სწრაფვა და ბრძოლაა. ვისაც ეს არ ესმის, თამაშობს აგერ საქართველოს ჩემპიონატში. სიამოვნებისათვის .
არტ
01:25 20-07-2023
0
მაგრად ვისიამოვნეთ :) შედეგი მთლად უკეთესი.
ციციკორე
22:23 19-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული