ორ წუთში გაშვებული ორი გოლი - თბილისის "დინამო" "ასტანასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ასტანასთან“ 1:2 მარცხი განიცადა, ორი შეხვედრის ჯამში 2:3 დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.

თუ არ ჩავთვლით ყაზახეთში ჩატარებული შეხვედრის საშინელ საწყის 20 წუთს, რომელიც ქართულმა გუნდმა მოედნისა და ამინდის გამო ჩააგდო, მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, რაც იმის იმედს გვაძლევდა, რომ სახლში უკეთ ითამაშებდა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა. თქვა კიდევაც მათმა მწვრთნელმა ბაბაიანმა, რომ მოწინააღმდეგეს შეტევისას ბურთის ფლობისას უპირატესობა ჰქონდა და ამისათვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - ხარაიშვილს მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი იმრანმა კამარა შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან ვიზავის კარი დალაშქრა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ ორეგამ მიზანს ვერ უწია. თანდათან ტექნიკაში "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა რამდენიმე შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს "ასტანას" ნახევარმცველმა ებონგმა ორი მეტრიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

სამწუხაროდ, შესვენების მერე მეტოქემ ორი გოლი გაიტანა და დაწინაურდა. საპასუხო იერიშისას სხირტლაძე ჩონდრიჩთან ერთი-ერთზე გაიჭრა და შანსი ხელიდან გაუშვა. ამას ყაზახური გუნდის შეტევები მოჰყვა და ლორიამ ორჯერ გვიხსნა. „დინამოს“ მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა უმალ სამმაგი ცვლილება განახორციელა - მარგველაშვილის, მალის და ოსეის ნაცვლად მოედანზე მაისურაძე, ხვადაგიანი და სიგუა შეუშვა. მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგად კარგი მომენტი ჰქონდა სხირტლაძეს, რომლის დარტყმული ბურთი ჩონრდიჩმა მოიგერია. „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, შტურმზე გადავიდა, სიგუამ ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს, ხვადაგიანის თავური ხარიხას მოხვდა და - ქართული გუნდი დამარცხდა.

კონფერენს ლიგაზე თბილისის "დინამო" მალტის "ჰამრუნს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ასტანა 1:2
გოლები: 1:0 კამარა (22), 1:1 ბეისებეკოვი (50), 1:2 დარბო (51)

დინამო (თბ): ლორია, ტაბიძე, მარგველაშვილი (მაისურაძე 57), კალანდაძე, მალი (ხვადაგიანი 58), ოსეი (სიგუა 57), მექვაბიშვილი, იმრანი, ხარაიშვილი (მოისწრაფიშვილი 76), კამარა, სხირტლაძე (მარუშიჩი 77)

მკითხველის კომენტარები / 152 /
რამდენი წელია ასე ამდენი წაგება,ლანძღე რამდენიც გინდა აზრი?
ogafa
21:09 20-07-2023
0
მეკარია პოზიციას რომ 37 წლის ლორიათი აძლიერებ, რომლის კარიერის ზენიტიც კრილია სოვეტოვი იყო 10 წლის წინ, უკვე ჩანს მიდგომა. კომენტატორები ხომ საერთოდ ვერ ბედავენ თქვან რომ მეორე გოლი მისი დამსახურება იყო, პირველს კი 10დან 8 საშუალო კლასის მეკარე მოიგერიებდა მინიმუმ სწორი პოზიციის შერჩევით. საერთოდ კი რატომ გახდა ლორია და რა დამსახურებით პირველი მეკარე ყოველთვის გაუგებარი იყო - ერთი თამაშით ესპანეთთან? დანარჩენს კი კარგად აფორმებდა ეფექტური ნახტომებით, როცა საჭიროებაც არ იყო. 37 წლის გამარჯვებულის მენტალიტეტის არმქონე მეკარე, რომელიც წლებია მხოლოდ ფულისთვის დგება კარში და არ აქვს სხვა ამბიცია, რატომ უნდა დაიმატო გუნდში თუ ამ გუნდს მაინც აქვს რაიმე სამომავლო გეგმები. მოკლედ დანარჩენზე არც ღირს კომენტარი.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული