"ორივე თამაში ძალიან რთული გამოვიდა. პირველ ტაიმში "დინამო" გვჯობდა, რაც მათ მიერ გოლის გატანასა და თამაშის წაყვანაში გამოისახა.
არ დავნებდით, ინიციატივა ავიღეთ და 2 სწრაფი გოლი გავიტანეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა ყველა ერთად გაგვაერთიანა და გვითხრა, რომ ჩვენი შანსები აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.
საბოლოოდ, ასეც გამოვიდა... 2-ჯერ ავიღეთ მეტოქის კარი და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ", - თქვა იოვანოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "ასტანამ" "დინამოს" თბილისში 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 სძლია.