ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ტირანასთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

გასვლაზე აჭარული გუნდი ფრეს დასჯერდა (1:1), სახლში უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე პირველივე შანსი გამოიყენეს. მალე გატანა გიორბელიძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ალბანურ გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ აბაზის დარტყმული ბურთი მეკარე ჩიჩკანმა მოიგერია. „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ თამაშის გამწვავება ცვლილებებით სცადა, რამეთუ შეხვედრა სტუმართა
კარნახით მიმდინარეობდა. ზარიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, წიტაიშვილის ძელს და...  "ტირანამ" მეორე გოლიც გაიტანა. 90-ე წუთზე კაპანაძემ ანგარიში შეამცირა, მსაჯმა მეორე ტაიმს 8 წუთი დაამატა, თუმცა ბათუმელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტირანა 1:2
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 აბაზი (79), 1:2 კაპანაძე (90)

altისევ წავაგეთ - მითიური "გაძლიერება", რომელიც გვასუსტებს - დღეს 3 მატჩია
მკითხველის კომენტარები / 63 /
როცა ჩემპიონატს კრისტალბეთ ლიგა ქვია და სტადიონს აჭარაბეთ არენა, თამაშის გაყიდვა და ტოტალიზატორზე თამაში არუნდა გაგიკვირდეთ.
Anri
23:43 20-07-2023
2
კიდევ ერთხელ ვიკითხავ:
ფერგიუსონი წავიდა, დელ ბოსკე წავიდა, ვენგერი წავიდა, არიგო საკი წავიდა, კაპელო წავიდა. თან ფორმის პიკში წავიდა ეს ხალხი.
ბოლო ბოლო მესი წავიდა ბარსელონადან და რაული რეალიდან.
ჯორდანი წავიდა ბოლო ბოლო. ფედერერი წავიდა.
განა აღარ შეეძლოთ? უბრალოდ დროზე წავიდნენ.
ლუის არაგონესმა ევროპა რო მოაგებინა ესპანეთს მეორე დღეს წავიდა. არადა კარიერის პიკზე იყო.

გამაგებინეთ რა გახდა ეს გეგუჩაძე, ფიფია, ჭიაბრიშვილი და ეს ტკიპები? საკუთარ შეცდომებზე კატა, ძაღლი, რვაფეხა და კენგური სწავლობს და ამდენი წელი ამ ჰომო საპიენსებმა რა ვერ ისწავლეს? ხო უნდა მიხვდე არა რო
უნდა წ ა ხ ვ ი დ ე
Superman
23:40 20-07-2023
2

სიახლეები პოპულარული