გასვლაზე აჭარული გუნდი ფრეს დასჯერდა (1:1), სახლში უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე პირველივე შანსი გამოიყენეს. მალე გატანა გიორბელიძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალბანურ გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ აბაზის დარტყმული ბურთი მეკარე ჩიჩკანმა მოიგერია. „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ თამაშის გამწვავება ცვლილებებით სცადა, რამეთუ შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა. ზარიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, წიტაიშვილის ძელს და... "ტირანამ" მეორე გოლიც გაიტანა. 90-ე წუთზე კაპანაძემ ანგარიში შეამცირა, მსაჯმა მეორე ტაიმს 8 წუთი დაამატა, თუმცა ბათუმელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტირანა 1:2
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 აბაზი (79), 1:2 კაპანაძე (90)
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტირანა 1:2
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 აბაზი (79), 1:2 კაპანაძე (90)
ისევ წავაგეთ - მითიური "გაძლიერება", რომელიც გვასუსტებს - დღეს 3 მატჩია