დუნაისკა სტრედაში 1:2 დამარცხების შემდეგ „დილამ“ გორში თავიდანვე შეუტია. სანტოსის დარტყმული ბურთი მეკარე პეტრასმა მოიგერია, გეილის მცველმა. გეილი ძალიან აქტიური იყო, ისევ შექმნა მომენტები, ჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი მასთან პირისპირ გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხეს მეტოქის ნახევარზე აწევა, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი დაც-მა უკეთ დაიწყო, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას სამიოდ მეტრიდან ფარულავას პეტრასმა არ გაატანინა და რამდენიმე წუთით სტადიონზე შუქი ჩაქრა. 85-ე წუთზე კი სანტოსმა თქვენი მოწონებული გაიტანა. ცოტა ხანში სლოვაკებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც კუჩერენკოს კარი ძელმა იხსნა და "დილამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ეტაპზე "დილა" უკრაინის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დაც 2:0
გოლები: 1:0 გეილი (33), 2:0 სანტოსი (85)