გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.

ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".

მკითხველის კომენტარები / 63 /
არ გაბედო და არ გადადგე..მჯერა კარგი ხელფასი გაქვს.პასუხისმგებლობა ნულია..))) ..წველე სანამ გაგდის.))))
Eldari
26 ივლისი 2023 00:12
0
Თქვენ გინდათ ბათუმის დინამო თბილისის დინამოს დაამსგავსოთო?
Დიღმის საწვრთნელ ბაზასთან რო ხაართ ჩასაფრებული და წუწკი მელიასავით ელოდებით ვინ გამოვა ბაზიდან რო ბათუმში გააცუნცულოთ ეგ როგორ?
Ჩვენწელთ აღრიცხვიდან დღემდე ერთი ფეხბურთელი არ გაგიზდიათ მაშინ როცა საქართველოს ნაკრების 80% დინამო თბილისის გაზრდილია და არც კი გრცხვენია ამას რო ამბობ. Ერთი სპორტსმენი ვერ გაგიზრდიათ ჩვენწელთ აღრიცხვიდან დღემდე და ბოდიალობთ რაღაცეებს
Გუჯი-ს
21 ივლისი 2023 14:41
1
ყოველთვის ვერიდები საჯარო სივრცეში საკუთარი აზრების გამოფენას. პირადში, ვინც მომწერა, ყველას ვუპასუხე და გავეცი პასუხი. მეორდება ერთი და იგივე კითხვები, რის ხარჯზე წააგო ბათუმის დინამომ და რა იყო წაგების მიზეზიო?
პირდაპირ უნდა ვთქვათ - თანაბარი თამაში იყო. ცოტა იღბალი რომ ქონოდა, იმდენი მომენტი ჰქონდათ, ბათუმი უნდა გასულიყო. ხდება ფეხბურთში ესეთები. უბედურება ის არის რომ ტირანა და ბათუმის დინამო ერთ სიბრტყეზე არ უნდა განვიხილოთ.
განსხვავებით სხვა ქართული კლუბებისგან, ბათუმის დინამოს გამორჩეულად ერთგული მაყურებელი ყავს და მის თამაშებს ყოველთვის ესწრება მაყურებელი. ადგილილობრივი ხელისუფლებაც მხარს უჭერს გუნდს. ფეხბურთელებიც მონდომებულები არიან და ენერგიას არ იშურებენ. გეგუჩაძეც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ეტყობა მისი მეთოდები მოძველდა და დროა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
ფიზიკურად გუნდს არა უშავს, ტირანას არ ჩამორჩებოდა, მაგრამ თუ წარმატება გვინდა, მეტი უნდა გავაკეთოთ. თანამედროვე ფეხბურთელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ ორი ტაიმის განმავლობაში მინიმუმ 10 კმ-ს უნდა ფარავდეს და ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს როგორც აჩქარებისათვის ( ე.წ. რივოკი), ასევე პოზიციური გადაადგილებისათვის.
ფიზიკისაგან განსხვავებით აშკარად თვალშისაცემია თანამედროვე ფეხბურთისათვის დამახასიათებელი გუნდური, უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი, ერთი შეხებით პასი, სწრაფი, ჯგუფური კონტრშეტევის არქონა. სათამაშო მოედანი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია და ვერც ერთი გუნდის დაცვა ვერ მოახერხებს იმას, რომ ყველა ხვრელი და ნაპრალი ამოკეტოს. შემტევი ფეხბურთელების მიზანია უბურთოდ მოძრაობით მოძებნონ ეს ხვრელები და ნაპრალები მეტოქის პოზიციაში და ეფექტური მანევრით გავიდნენ თავისუფალ, ხელსაყრელ პოზიციაზე. პრაქტიკულად ეს ისაა, რა მანევრიც გეილმა განახორციელა გორის დილაში და ძოწენიძის დროული პასით შეიქმნა გოლი. სამწუხაროდ, მსგავსი რამ აკლია არა მარტო ბათუმის დინამოს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ეტყობა დემჩენკო და გორელები მუშაობენ მსგავს საკითხებზე და შეზღუდული რესურსების პირობებში, მართალია ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ისინი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე უფრო მდიდარი ბათუმის ან თბილისის დინამო.
თენგაბი
21 ივლისი 2023 11:38
5
რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია?!არი შედეგი აგრძელებ მუშაობას!არ არის შედეგი მიდიხარ სახლში!!!გეგუჩაძე კიარა კაპელო და ლიპი გაუშვეს გუნდიდან კუდამრძუებული.ან რით არის გამორჩეული ეს კაცი გამაგებინეთ?თუ გამორჩეულია წავიდეს შუქურაში და დადოს შედეგი აბა!
გიორგი IV
21 ივლისი 2023 16:00
0
ამ ტაქტიკით არაფერი არ ეშველება არცერთ გუნდს. რახიკალურად შესაცვლელია რაღაც. მოსაბეზრებელია ეს ტაქტიკა უკვე რა. ერთ 250 წელში კი განვითარდება დინამო
:))))
21 ივლისი 2023 11:26
2
რისი იმედი უნდა გვქონდეს? სადამ მწვრთნელის კომპეტენციამდე მივა საქმე, ცოტა სიღრმეში ჩავიხედოთ! პირველი პრობლემა ფიზიკა და მენტალობაა, აქედან მოდის მერე სათამაშო ინტელექტი, ყბადაღებული მცნება ჩვენ ტექნიკურობაზე მითია უკვე, ბურთის გაჩერება გვიჭირს ფეხებთან პასის კულტურა დაბალი, ფაფხური, ფინტები იცოცხლე გამოგვდის ერთ ადგილზე, მაგრამ ეს უკვე წარსულია-დასკვნა: არასწორედ იზრდებიან ჩვენი ბიჭები ჩვეული სამსახურივით უდგებიან საქმეს,მხოლოდ ერთელები გადიან ფონს ბოძებული ნიჭით და ესაა მხოლოდ, ასე შედეგი არ მიიღწევა....
გუსანი
21 ივლისი 2023 10:56
0
როცა გუნდი კარგ ფეხბურთელს უშვებს და მოყავს იმაზე უარესი რას ელით .
ფედი
21 ივლისი 2023 10:48
0
ნუ იშლით ნერვებს ეს ტურნირი ტოტალიზატორებზეა აწყობილი, აქ გულშემატკივრები კიდიათ. მთავარია მაყუთი იშოვნონ, ხომ ხედავთ რა გუნდები გავარდნენ და რა გუნდები დარჩნენ, რომც გასულიყვნენ მაქსიმუმ ერთ თამაშს ვნახავდით ამათაც ფინალში არ ეთამაშათ
11
21 ივლისი 2023 10:43
0
შეამოწმეთ ტრანსფერმარკეტი და ნახავთ - ბათუმის მოთამაშეების ჯამური ღირებულება 2 ჯერ მეტია ვიდრე ტირანას (სომხურ პიუნიკსაც დაახლოებით ტირანას ღირებულება აქვს). ესენი შედეგს დებენ ხომ ასე თუ ისე, ჯგუფში შედიან ბოლო წლებია. ე.ი რა, არც ფული არ ქონიათ ჩვენზე მეტი, თორემ უფრო ღირებულ ფეხბურთელებს იყიდიდნენ ხომ? არ ვიცით საქმის კეთება და ეგაა მთავარი პრობლემა და არა უფულობა და ბიუჯეტი
დათო
21 ივლისი 2023 10:42
0
ტიპი არ მახსოვს, წაეგოს და მარცხში თავისი ბრალეულობა გამოეკვეთა, ყველას დააბრალებს, თავისი უნიათობის გარდა: აი, მოულოდნელი ტრავმა იყო, ალთუნაშვილი გავუშვით, თევზების ეტლი შევიდა მარსის სამეფოში, რამაც უარყოფითი ენერგია გამოასხივა პირდაპირ ჩვენს ფეხბურთელებზე, ნახევარმთვარეობა იყო და უდაბნოდან წამოსულმა ცხელი ჰაერის მასებმა აუტანელი გახადა სუნთქვა და ა.შ.
მოკლედ, ჩვენი, გულშემატკივრების ბრალიცაა დინამოს წაგება, მათი უნიათო გარჯა, 80 წუთი რომ ზოზინობდნენ და მერე იფიქრეს, ცოტა ტრაკი გავაქანოთ, სულ გინებით არ გაგვიშვან მოედნიდანო!!!
დასკვნა ერთია: გეგუჩაძემ ამოწურა თავი ბათუმის დინამოში, სხვა დონე გვჭირდება, სხვა განზომილება, მაგრამ ბერიძე ცოცხალი თავით არ აპირებს მის გაშვებას!
გოჩა
21 ივლისი 2023 10:41
0
ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაყიდეს, ნორმალური სტრატეგია არ აქვს გუნდს, მწვრთნელი ვერ ალაგებს თამაშს, ისევ ჩანჩალი და ბურთის თრევა და წარმატება საიდან მოვა?
ბათუმელი
21 ივლისი 2023 10:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული