კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:
"მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.
ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".
ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".
პირდაპირ უნდა ვთქვათ - თანაბარი თამაში იყო. ცოტა იღბალი რომ ქონოდა, იმდენი მომენტი ჰქონდათ, ბათუმი უნდა გასულიყო. ხდება ფეხბურთში ესეთები. უბედურება ის არის რომ ტირანა და ბათუმის დინამო ერთ სიბრტყეზე არ უნდა განვიხილოთ.
განსხვავებით სხვა ქართული კლუბებისგან, ბათუმის დინამოს გამორჩეულად ერთგული მაყურებელი ყავს და მის თამაშებს ყოველთვის ესწრება მაყურებელი. ადგილილობრივი ხელისუფლებაც მხარს უჭერს გუნდს. ფეხბურთელებიც მონდომებულები არიან და ენერგიას არ იშურებენ. გეგუჩაძეც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ეტყობა მისი მეთოდები მოძველდა და დროა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
ფიზიკურად გუნდს არა უშავს, ტირანას არ ჩამორჩებოდა, მაგრამ თუ წარმატება გვინდა, მეტი უნდა გავაკეთოთ. თანამედროვე ფეხბურთელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ ორი ტაიმის განმავლობაში მინიმუმ 10 კმ-ს უნდა ფარავდეს და ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს როგორც აჩქარებისათვის ( ე.წ. რივოკი), ასევე პოზიციური გადაადგილებისათვის.
ფიზიკისაგან განსხვავებით აშკარად თვალშისაცემია თანამედროვე ფეხბურთისათვის დამახასიათებელი გუნდური, უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი, ერთი შეხებით პასი, სწრაფი, ჯგუფური კონტრშეტევის არქონა. სათამაშო მოედანი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია და ვერც ერთი გუნდის დაცვა ვერ მოახერხებს იმას, რომ ყველა ხვრელი და ნაპრალი ამოკეტოს. შემტევი ფეხბურთელების მიზანია უბურთოდ მოძრაობით მოძებნონ ეს ხვრელები და ნაპრალები მეტოქის პოზიციაში და ეფექტური მანევრით გავიდნენ თავისუფალ, ხელსაყრელ პოზიციაზე. პრაქტიკულად ეს ისაა, რა მანევრიც გეილმა განახორციელა გორის დილაში და ძოწენიძის დროული პასით შეიქმნა გოლი. სამწუხაროდ, მსგავსი რამ აკლია არა მარტო ბათუმის დინამოს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ეტყობა დემჩენკო და გორელები მუშაობენ მსგავს საკითხებზე და შეზღუდული რესურსების პირობებში, მართალია ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ისინი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე უფრო მდიდარი ბათუმის ან თბილისის დინამო.
სიმართლე თუ გინდათ ბათუმმა გუშინ თანაბარი დონის გუნდთან წააგო. არ გაუმართლა. და თუ უკეთესი გუნდი გინდათ მაგ საქმეს უკეთესი ფეხბურთელები ჭირდება და არა ის რომ ალთუნაშვილი საკვალიფიკაციომდე გაყიდეს და გუნდი დაასუსტეს.
აგერ დილა და ტორპედო გავიდა უცხელი მწვრთნელებით. ერთი ეს გეგუჩაძეა და მეორე მისი მოსწავლე ჭიაბრიშვილი... სირცხვილია რა