გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.

ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".

მკითხველის კომენტარები / 63 /
ორი უპასუხისმგებლო მწვრთნელი მოსწავლე-მასწავლებელი ჭიაბრიშვილი-გეგუჩაძე , ყველაფერს დააბრალებენ ოღონდ იმას როგორ იყვიან რო სწორ და კომბინაციურ ფეხბურთს ვერ ათამაშებენ ფეხბურთელებს
სიმართლე
20 ივლისი 2023 23:56
3
ახლა მიდი და გადადექი. თუ კაცი ხარ, აიღე პასუხისმგებლობა და წადი ბათუმიდან, ვეღარ ქაჩავ და ნუღა უცრუებ იმედებს ამ საოცარ ბათუმურ გულშემატკივარს.
გიორგი
20 ივლისი 2023 23:38
2
გეგუჩ წადი!უბრალოდ ადექი და წადი შენ ამოწეურე შენი რესურსი ბათუმოს დინამოში!
შახრუდინი
20 ივლისი 2023 23:55
2
ამას მემკვიდრეობით ერგო ეს პოსტი? აი რა უნდა მოხდეს უარესი შედეგი რომ მწრთვნელმა მიხვდე რომ დროა წასვლა !
მიხაელ
20 ივლისი 2023 23:52
2
ტიპი მაგარს გვეკაიფ-გვეღადავება
ნოდო
20 ივლისი 2023 23:56
2
მადლობა ყველაფრისთვის. წადი.
ირაკლი
20 ივლისი 2023 23:45
2
წადი თავი დაგვანებე
roma bejanidze
20 ივლისი 2023 23:49
2
პასუხისმგებლიანი მწვრთნელი თავჩაღუნული,ბოდიშის მოხდით გულშემარტკივათა მიმართ,ადგებოდა და წავიდოდა....
მინდია
21 ივლისი 2023 00:13
0
უბრალოდ ერთ რაღაცას დავწერ რა!არ ვარ ბათუმელი და საქართველოშიც არ ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია შორიდან ვადევნებ თავლს ყველაფერს.არ იმსახურებს ჯიგრებო ბათუმი ასეთ შედეგს არა!არც ასეთ მწვრთნელს და სიმართლე რომ ვთქვათ მენეჯმენტსაც!ნუ მართლა რისი იმედი გქონდათ ამ ფეხბურთელებით??რაღა დროს ვაწაძეა?არ იმსახურებს ბათუმის გულშემატკივარი ასეთ გულის ტკივილს ზედიზედ მეორე წელი არა!ასეთი ქალაქი ასეთი სტადიონი ასეთი გულშემატკივრები!!!!საცოდაობაა მეტი არაფერი
შახრუდინი
21 ივლისი 2023 00:07
0
ქართული ფეხბურთი არ არსებობს. მოკვდა მოკვდა გავიდა გაღმა მარილზე. საქართველოს ჭ კლასის ჩემპიონობა და ვიცე ჩემპიონონა გონიათ ამათ ფეხბურთი..
მოკვდა
21 ივლისი 2023 00:51
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული