კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკ-ის "დილასთან" მარცხს სლოვაკურმა პრესამ კატასტროფა უწოდა, უკრაინულმა "სპორტმა" სენსაცია, ua-football-მა აღნიშნა, რომ ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება არასაიმედოა, რამეთუ ყველა ფავორიტად დუნაისკა სტრედულ გუნდს მიიჩნევდა, შემდეგ ეტაპზე კი გორული კლუბი გავიდა.
მეორე ეტაპზე "დილა" "ვორსკლას" დაუპირისპირდება და მომავალი შეხვედრის წინ Sport.ua-მ ინტერვიუ პოლტავური გუნდის ვეტერან მცველს იგორ პერდუტას ჩამოართვა.
- ამჟამად გუნდი პოლონეთშია, მაგრამ, ალბათ, ეს შეხვედრები ნახეთ. რით დაგამახსოვრდათ "დილა"?
- ბურთის კარგი კონტროლით, მებრძოლი ხასიათით. პირველ მატჩში ქართველები დაირაზმნენ და თამაშში გარდატეხა შეიტანეს, რომელიც მათთვის
წარმატებულად არ მიმდინარეობდა.
- თქვენ იცნობთ მეკარე კუჩერენკოსა და თავდამსხმელ კოვტალიუკს, რომლებიც "დილას" ღირსებას იცავენ?
- არა, არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, რომ უკრაინელები არიან.
- ის, რომ "დილას" სათავეში უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო უდგას, ქართულ გუნდს სარგებელს მოუტანს?
- არ მგონია. ყველაფერი პირველ რიგში ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვეწყობით და მოვახერხებთ თუ არა ჩვენი საუკეთესო უნარების წარმოჩენას. თუ დაპირისპირებებს საბრძოლო სპორტულ ფორმაში შევხვდებით, მაშინ არავითარი ინფორმაცია, რომელსაც დემჩენკო "ვორსკლაზე" ფლობს, "დილას" დივიდენდებს ვერ მოუტანს.
- დღეს "ვორსკლა" პოლონურ შეკრებაზე ბოლო სპარინგს გამართავს. გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
- ჩემი აზრით, მთავარია ლაზარეთი დაცარიელდა. ბიჭები მოტივირებულები არიან, იმის სურვილი აქვთ, დაამტკიცონ, რომ ევროთასზებზე წინა წარუმატებლობებიდან სწორი დასკვნები გაკეთდა.
- ევროტურნირებზე ორ უკანასკნელ დაპირისპირებებში პოლტაველებმა დასკვნით წუთებში გაუშვეს გოლები და დამარცხდნენ.
- იმის გამო არ მოვიპოვეთ ასეთი შრომით კონფერენს ლიგის საგზური, რომ პირველივე მატჩების შემდეგ გამოვვარდეთ.
- იმის გამო არ მოვიპოვეთ ასეთი შრომით კონფერენს ლიგის საგზური, რომ პირველივე მატჩების შემდეგ გამოვვარდეთ.
27 ივლისს "ვორსკლა" "დილას" პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე უმასპინძლებს, სადაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ გუნდს შეხვდით.
- ძალიან ლამაზი სტადიონია, დღევანდელი დღის ყველა მოთხოვნას პასუხობს. დაგვამახსოვრდნენ გულშემატკივრებიც, რომლებიც თავიანთ გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდნენ. იმედი მაქვს, 27 ივლისს მე-12 ფეხბურთელი ძალიან დაგვეხმარება.
- ძალიან ლამაზი სტადიონია, დღევანდელი დღის ყველა მოთხოვნას პასუხობს. დაგვამახსოვრდნენ გულშემატკივრებიც, რომლებიც თავიანთ გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდნენ. იმედი მაქვს, 27 ივლისს მე-12 ფეხბურთელი ძალიან დაგვეხმარება.
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „დინამო თბილისი“
3 აგვისტო
„დინამო თბილისი“ – „ჰამრუნ სპარტანსი“
27 ივლისი
„ვორსკლა“ (უკრაინა) – „დილა“
3 აგვისტო
„დილა“ – „ვორსკლა“
27 ივლისი
„ტორპედო (ქუთაისი) – „აქტობე“ (ყაზახეთი)
3 აგვისტო
„აქტობე“ – „ტორპედო“