"აქტობეს" "ტორპედოსთან" მატჩისთვის დიდი პრობლემა შეექმნა - ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება

AutoSharing Option
Sport.kz ავრცელებს ინფორმაციას, რომ "აქტობეს" ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისთვის პრობლემა შეექმნა.

საქმე იმაშია, რომ კლუბს 30 ივლისს ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა "კასპიისთან" არ გადაუდეს.

"აქტობემ" 27 ივლისს ქუთაისში უნდა ითამაშოს, შემდეგ ჩარტერული რეისით პირდაპირ ქალაქ აქტაუში ჩაფრინდება, სადაც ზემოთ ნახსენები "კასპიი" თამაშობს.

ამის შემდეგ კლუბი საკუთარ ქალაქში დაბრუნდება და "ტორპედოსთან" განმეორებითი შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც 3 აგვისტოს შედგება.

რა თქმა უნდა, ეს ქუთაისელებისთვის უპირატესობა იქნება. "აქტობე" უფრო დაღლილი იქნება, ჩვენს გუნდს კი 3 აგვისტომდე მატჩი და დამატებითი მოგზაურობა არ უწევს. 

alt

"გენაცვალეთ, ბიჭებო!" - ნახეთ, როგორ საუბრობს "ტორპედოს" მწვრთნელი სტივ კინი ქართულად, რომელმაც პირობა დადო, რომ ჩვენს ენას ისწავლიდა [VIDEO]

alt"ტორპედოსთან" მატჩამდე "აქტობე" რუსი ფეხბურთელით გაძლიერდა - ქართულ-ყაზახურ მატჩზე არბიტრები მიავლინეს

მკითხველის კომენტარები / 20 /
მცველად საქართველოს მოქალაქე ლუკა გადრანი ყავს აქტობეს! რუსთავის მოთამაშე იყო 2018-19 წლებში!
მწრთვნელი
23 ივლისი 2023 00:53
0
კარგი ფეხბურთელია და მაგარი სახელი აქვს ყაზახეთში.აქტობეს გულშემატკივრების საყვარელი ფეზბურთელია ლუკა!ნახეთ იუთუბზე როგორ იყოლიებს ტრიბუნებს ზიგა ზაგას შეძახილებით)
შახრუდინი
23 ივლისი 2023 04:45
0
კომბლე ქუთაისურ კომბალს გაუძლებ? დდ:
კომბლეს
22 ივლისი 2023 22:04
0
მაშინ ესე ვიტყვი, დღევანდელი ტორპედო ბარსას და რეალის გარდა, ხო, სიტი კიდევ, დანარჩენს ყველას გააფარჩაკებს, ყაზახებთან თუ არ გაუჭირდათ.
აქტობე თუ გადალახეს, მერე მათი გამჩერებელი გალაქტიკაში არავინ იქნება. ესე ჯობია ხო?
მეტი არაა ჩემი მტერი მაგათ ვინმე მოგება შეძლონ, თქვენც დაგაბოლეს მაგრა მოემზადნენო, გამაზავენ და ბაც! მერე ვნახოთ ვინ იქნება საგინებელი.

რაც ტორპედოს აგინონ, ერთი არ აგცდეთ მის გულშემატკივრებს. აი ესე!
კ ო მ ბ ლ ე
22 ივლისი 2023 18:58
29
შენ ვინ ხარ გამოგვინჩდი ერთი კაცუნავ
იმედა
22 ივლისი 2023 23:26
0
ტორპედოს გულშემატკივრები თავის გუნდს არ აგინებენ, არ აქვს მნიშვნელობა წააგებს, თუ რას იზამს. მაგრამ კომბლე ამას ვერ მიხვდება ვერასდროს.
დათა თუთაშხია
22 ივლისი 2023 20:04
0
ყველა გამოხმაურება
ნუ დაიწყებთ ეხლა რაღაცეებს ..ტორპედო მოემზადება უმაღლეს დონეზე ჯერ ქუთაისში და მერე გასვლაზე 27 ში ტრიბუნები უნდა გადაიჭედოს.
ყურშა
22 ივლისი 2023 17:03
1
ორი აზრი ვერ იქნება, ეს გრანდიოზული უპირატესობაა და ფაქტობრივად, თამაში (ორივე) მხოლოდ ფორმალურ ხასიათს მიიღებს. დასვენებული ქუთათურები ბდღვირს აადენენ სიქაგაწყვეტილ ყაზახებს და უდიდესი ალბათობით, მხოლოდ მსუბუქად წაივარჯიშებენ მომავალ მეტოქესთან საასპარეზოდ...
დდდ
22 ივლისი 2023 16:32
6
სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი ვფიქრობდი ალბათ ნახევარი გუნდი ტრამვირებლი ჰყავს თქო. ჟურნალისტებო მალადეც თქვენ ფანტაზიას, მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ ბიჭების გასამხნევებლად, რა იყო მხოლოდ 11 კაცი ჰყავს სასტავში
მამუკა
22 ივლისი 2023 15:28
2
უპირატესობაში ვიფიქრე ძირითად სასტავს ბოდიში და ფაღარათი აქ თამაშის არ გადადება რა უპირატესობაა თან ქართულ კლუბთან პირიქით ზოგჯერ ჯობია შიდა ჩემპიონატში თამაშის არ გადადება
ნოდო
22 ივლისი 2023 14:07
2
ხოხ! მაი რა პრობლემაა ყაზახებისთვის, ეგ ტორპედო ნუ გგონიათ, სამი კვირა პახმელიაე რომ ვერ გამოდიან, მაგათ სეუძლიატ ყოველ დღე ითამაშონ ტორპედოს დონის გუნდებთან, მარა ჩვენ? თან ყაზახურ სიცხეში? რეტიანებივით იძუნძულებენ.
მაგრად არ მინდა, მარა სიმართლე თვალის აჩკიაო; აი ნახეთ თუ დიდი ანგარიშით არ გაფარჩაკდნენ ჩვენები.
კ ო მ ბ ლ ე
22 ივლისი 2023 13:41
39
კომბლე არ ვიცი მარა დიდი კომბალი კი ხარ ჯიგარო)
Sandro
22 ივლისი 2023 23:31
1
მართლა კომბლე ხარ, კომბალს მიაწექი ჯობია
ზურა
22 ივლისი 2023 14:01
2
ყველა გამოხმაურება
ქუთათურები იბრძოლებენ. ამისი მჯერა. თუმცა უნდა ვაღიაროთ ყაზახეთის ჩემპიონატიც უკეთესია და ხალხიც/გუნდიც უფრო გამოცდილი. გასვლის შანსი 80-20ზეა ყაზახების სასარგებლოდ.
მწარე
22 ივლისი 2023 13:12
23
არ ხარ ქართველი, და თუ ქართველი ხარა მაშინ უღირსი ადამიანი ხარ
ზურა
22 ივლისი 2023 14:02
6
ბარემ დაგეწერა შურიანი ჰეითერი ვარ და ტორპედოს გავარდნა მინდაო. 80-20 ტორპედო აქტობეს კიარა ბაზელს რომ ხვდებოდეს იმას არ ექნება. აგერ კვალიფიციური ლეგიონერებით გატენილი გაცილებით რთული და ძლიერი მოწინააღმდეგე გამოაგდო სარაევოს სახით და ამ აქტობესაც ზედ მიაყოლებს და შენნაირი ჰეითერების ნერვულ სისტემას გამოცდას კიდევ ერთხელ მოუწყობს. არ მესმის ასეთი ჩასაფრებული "ნაროდის" თუ ბოროტი და ჰეითერი არ ხარ ასეთი აბსურდული ლუზერობა როგორ უნდა დაპოსტო თან შენივე ქვეყნის გუნდზე რომელმაც იომა იბრძოლა და შენ წყალწაღებულ ჩემპიონატს კრიტიკულად საჭირო ქულები შემატა რეიტინგში, მაგრამ ალბათ გაგიტყდა ტორპედო რო გავიდა და შენი გუნდი პირვრლივე ეტაპიდან გახვეტეს ევროტურნის პირველივე ეტაპზე.
..
22 ივლისი 2023 13:51
2
აქტობე ფორმაშია გახურებულ ჩემპიონატში გამოდის და თან საკმაოდ კარგადაც, ბოლო 10 შეხვედრაში 7 მოგება აქვთ მაგრამ ქუთაისელებს ყავთ საკმაოდ მებრძოლი, ორგანიზებული გუნდი სტივ კინის თამადობით რომლებიც იოლად არაფერს თმობენ და ეს გასვლაზე სარაევოს საკმაოდ რთულ პირობებშიც დაამტკიცეს. დამიჯერედ საკმაოდ რთულია ჩახვიდე ბალკანეთში და 12 მილიონიანი ფასის მქონე კლუბი ადგე და გამოაგდო მითუმეტეს ბოლო პერიოდის ქართული კლუბებისთვის. აგერ ბათუმის დინამო გაცილებით დაბალბიუჯეტიანმა ტირანამ დაითხოვა პირველივე ეტაპზე, ამიტომ არის იმედი რომ ტორპედო ბრძოლაში ზედ მიაყოლებს ყაზახურ აქტობეს მთავარია იგივე დისციპლინით კონცენტრაციით გავიდნენ მოედანზე და ყველაფერი კარგად დასრულდება ჩვენთვის, ჰაერივით გვჭირდება ქულები რეიტინგში ისეთი კრიტიკული სიტუაცია გვაქვს იქ. იქეთ გორიც იბრძოლებს და იქნებ შევმატოთ ეს საჭირო ქულები ჩვენს ჩემპიონატს.
Almagro
22 ივლისი 2023 13:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული