თბილისის "დინამო" მალტაზეა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მალტას 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.

"დინამო თბილისის" შემადგენლობა "სპარტანსის" წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლაშა ოდიშარია

შემტევები: უსმანე
კამარა, ზორან მარუშიჩი, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

​ჩვენი გუნდი ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 24 ივლისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა "ჰამრუნ სპარტანსსა" და "დინამო თბილისს" შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 27 /
მალტაზეა კი არა უკვე შესვეს მალტის სოფლის გუნდმა ხეზე
ბს
00:03 26-07-2023
1
ჭიაბრიშვილი არის დინამოს დამსამარებელი..ბევრი ეშლება..პიროვნული თვისებები სამწვრთნელო არ აქვს..თუ ეს ეტაპი ვერ დაძლია საწრაფოდ უნდა დატოვოს გუნდი
akademia
22:31 25-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული