"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე არ აძლევს თანხმობას ყაზახურ კლუბს, საქართველოში დაჯდეს.

როგორც Geo Team-ს ქუთაისის "ტორპედოში" განუმარტეს, ქართულ სასაზღვრო მხარეს პრობლემა აქვს იმ ავიაკომპანიასთან, რომლითაც ყაზახურმა "აქტობემ" ჩარტერული ფრენა საქართველოში უნდა განახორციელოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს ქუთაისში ლუკა გადრანის გუნდის მატჩისწინა ვარჯიში უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რუსული სანქცირებული თვითმფრინავია ალბათ და აქ რო დაჯდეს მერე არ უნდა გავუშვათ წესით, მაგ ხათაბალას იცილებენ და თუ ეგრეა სწორსაც შვებიან.
გიორგი
14:59 26-07-2023
1
ჰოდა ავტობუსით ჩამოვიდნენ
sormona
13:19 26-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული