"აქტობე" ქუთაისში ხვალ, თამაშის დღეს ჩამოფრინდება - ახალი დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.

"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.

რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე
ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ევროპოპი

alt"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

მკითხველის კომენტარები / 31 /
Წინადადება შემომაქ რამდენიმე ფეხბურთელი დარიშხანითაც მოვწამლოთ.სხვანაირად აბა როგორ უნდა მოვიგოთ-მსაჯი პენლებს არ დაგვიდებს და ფედერაცია ვერ დაგვეხმარება
ქუთაისელი
27 ივლისი 2023 12:29
2
Fc Kutaisi მშვენიერი იქნება, მოაცილეთ ეს ტორპედო სახელი. Fc Batumi ასევე .
რაბუ
27 ივლისი 2023 12:27
1
ესე ტუ მოვიგებტ მეტი სხვა სანსი არაგვაქვს პაპი
davit
27 ივლისი 2023 09:58
0
რომელიმე ტელევიზია გადმოსცემს ამ თამაშებს?...პროგრამაში არსად წერია..
საქმე
27 ივლისი 2023 09:14
0
საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველო
27 ივლისი 2023 12:17
0
პირველი არხი
ტრიფონი
27 ივლისი 2023 12:13
0
მთელი მსოფლიოდან მაწანწალები უპრობლემიდ შემოდიან საქართველოში და ერთი აფრიკელი ფეხბურთელი ორი დღე შემოეეშვათ რა იწნებოდა.
გენა
27 ივლისი 2023 08:37
0
რა გᲭირᲗ ხალხო რას ᲭამᲗ ერᲗმანეᲗს და რას იგესლებიᲗ? მესმის უᲨუალო დაპირისპირებების დროს Თბილისელმაც,,ბაᲗუმელმაც, ქუᲗაისელმაც და გორელმაც მხარე აირᲩიოს საგულᲨემატკივროდ მაგრამ როცა უცხო ქვეყნის გუნდს ეᲗამაᲨება რომელიმე ქარᲗული გუნდი Თქვენ აქ ერᲗმანეᲗს რატო ᲭამᲗ?? ევროᲗასებზე საქარᲗველოს სახელის გამტანი ნებისმიერი გუნდის გულᲨემატკივარი ვარ მᲗელი სულიᲗ და გულიᲗ, მნიᲨვნელობა არ აქვს რომელი გუნდი იქნება,ნეტავ ოᲗხივე გასულიყო და ჯგუფᲨი Შესულიყო გამიხარდებოდა,,წარმატებებს უსურვებ დილას, ტორპედოს და დინამოს მიდიᲗ ბიᲭებო ასახელეᲗ საქარᲗველო,
Gel-100
27 ივლისი 2023 07:53
0
წესით თუ გინდა რომ თანაბარ პირობებში იყო, ზეგისთვის დაენიშნათ თამაში. რაღაც ვერ გამოდის კარგად. აეროპორტიდან პირდაპირ სტადიონზე ,ძალიან გაუჭირდებათ თამაში და მიზეზიც ექნებათ, თუმცა სანქცირებული ავიაკომპანია არ გვჭირდება.
დავით 67
27 ივლისი 2023 02:56
1
მაფია ბეზსმერტნა
Ok
27 ივლისი 2023 00:18
0
დილაზეც დაწერეთ რამე, ჩვენი გუნდია ტაჯიკეთის ხო არაა. ჩაფრინდნენ, ვარჯიშობენ, თუ რას აკეთებენ?!
რაბუ
26 ივლისი 2023 22:46
0
ყველაფერი იქით მიდის რომ სასურველია სახლში ჰანდიკაპით მოვიგოთ. 2:0 იდეალური იქნება. ყაზახეთში რთული თამაში იქნება, ასე რომ ცდა არ დააკლოთ.
რაბუ
26 ივლისი 2023 22:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული