"ტორპედო" "აქტობესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას
დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ატობე 1:4
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 63 /
რა უნდა ქნა,ჯოგია,ისეთივე,როგორიც ორი დინამო,ერთმანეთზე უარესები,არაბიძე და მეკარე მეცოდებიან ამათ ხელში,დანარჩენი გაუშვი ყველა უკლებლივ,თავის ვითომ მწვრთნელიანად,ვინაა საერთოდ,სად ნახეს,რა უბედურებაა,ფეხბურთელები არიან თუ სტატისტები,ასე უჯიგროდ და შიშით თამაშობდე,მე არ მინახავს,დილას ჩემი სიმპათიები,ბოლო წამებზე წააგეს,მაგრამ უშანსოდ მაინც არ არიან,იტყვიან თავის სიტყვას დარწმუნებული ვარ,ამათ კი არაფერი ეშველებათ.
TAZO
27 ივლისი 2023 23:37
0
Რა გორის დილასთან რო დაგიდოთ მსაჯმა პენალტი აქ ვერაო?
Გამოხვალთ ეხლა და ფედერაციას დაადანაშაულებთ და მსაჯებს.
Ისე ეგ ავღანელები რომელი ლტოლვილთა ბანაკიდან მოიყვანეთ? Აი არა გრცხვენიათ რამაზ შენგელიას მშობლიურ ქალაქში 11 ნომერი ავღანელი გეყოლებათ?
Ქუთაისი გაიფინეს რერო
27 ივლისი 2023 23:36
1
ყველამ წააგო, როგორც ყოველთვის. მაგარია, ძაან მაგარია!!! გაუმარჯოს ტფილისის და ქუთეისის გუბერნიებს!!! ურა, ურა, ურა!!!!!!!!!!!
ელიასი
27 ივლისი 2023 23:34
6
ამათ ერთი გაუვარდათ და მგონი მართლა ვარსკვლავებად წარმოიდგინეს თავები. რა სირცხვილია, ღმერთო, რა სირცხვილი. რა დავაშავეთ ამისთანა? დაშავებული კი ბევრი გვაქვს, მაგრამ ნუთუ ამდენი? ეეეეეჰ...
ლევანი
27 ივლისი 2023 23:32
0
Რა სამარცხვინოები ხართ.რა აღარ იღონეთ,გუნდი ტრაპიდან პირდაპირ სტადიონზე მოვიდა,გაგიფინათ და წავიდა
ქუთაისელი
27 ივლისი 2023 23:31
1
ფსკერზე ვართ, ფსკერზე...
აღარ ვართ საფეხბურთო საბჭოთა საქართველო!
ადრე ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა საქართველო და ახლა ყველაზე ღატრაკია!
პ. ს. ვეჟო, ყველა სპორტის სახეობა წელში გაიმართა ამ ფეხბურთის გარდა, რომელიც 30 წელზე მეტია ერთ წრეზე ბრუნავს და უფრო რეგრესირებს, მაგრამ ახლა უკვე ფსკერზე ვართ. ქუთაისი, საიდანაც თბილისის დინამო ტალანტებით ივსებოდა სამარცხვინოდ აგებს ყაზახებთან. ისე მაგათ რა უჭირთ, ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ყველაზე მეტი პენსია პოსტ-საბჭოთა სივრცეში მათ აქვთ, თვით ბალტიისპირელებზე მეტი!
ლაშა
27 ივლისი 2023 23:30
2
წაით ბიძიკო დეისვენეთ..
ჯორჯო ბიძია
27 ივლისი 2023 23:29
1
მე მგონი დაფინანსება უნდა შეიცვალოს კლუბების, თვითონ უნდა ეძებდეს კლუბი ფულს და მერე სიმწრით ნაშოვნს სპონსორი რომ მოთხოვს ვალდებული იქნება შედეგი დადოს...
Zviads
27 ივლისი 2023 23:28
0
ტორპედო დღეს ჩამოფრინდა დაღლილები იყვნენ და ამიტომ დათმეს თამაში. იქ ადრე ჩაფრინდებიან და 4-0 მოუგებენ რომ დამატებით ტაიმებში აღარ დაიღალნენ.
G.LA
27 ივლისი 2023 23:27
2
არაბიძეს ეტყობა კლასი ორივე გუნდის ფეხფურთელეებზე ერთი თავით მაღლა დგას . ტორპედოს არ ეტყობოდა დღეს მწვრთნელის ხელი , დაცვაში უჭირს ძალიან , ნახევარდაცვაც ვერ დაფრინავს . მოკლედ არაბიძის დონის ლეგიონერები თუ იკადრებენ ტორპედოში თამაშს კარგი იქნება . ეხლა ვინც გვყავს ლეგიონერები სუსტები არიან ქართველებზე კარგად ვერ თამაშობენ. ფიზიკურად სუსტია ტორპედო .
Geo
27 ივლისი 2023 23:26
0

სიახლეები პოპულარული