"ვორსკლას" მწვრთნელი: "დილასთან" კაზაკებივით ხმლები ვიშიშვლეთ - ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში "დილას" 2:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი "ვორსკლას" მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა გააკეთა:

"დილა" ძალიან მძლავრი, ბურთით კარგად მოთამაშე მეტოქეა. პირველ ტაიმში ვითმენდით. მერე კი, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება: გოლს მივიღებთ, ხმლებს ვიშიშვლებთ და მოწინააღმდეგის მოქმედებათა ჩასახშობად მივემართებით. როგორც კაზაკები. ეს იყო "ვორსკლა", რომელსაც ხასიათის ხარჯზე ასეთი შეხვედრების მოგება შეუძლია.

გვესმის, ეს მხოლოდ პირველი ტაიმია. მეორე საქართველოში იქნება. მოგება - მოგებაა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ გვსურდა მოედნიდან ხელცარიელი გავსულიყავით, ამიტომ მეტად ვრისკავდით, წინ მივიწევდით. ცვლილებები
წინ დატვირთვების შესაქმნელად გაკეთდა. ყველაფერი გამოვიდა, ბედნიერები ვართ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გავაგრძელებთ მოთმენას და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით.

სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო, მაგრამ გუნდის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ: დაცემა კი არ დავიწყეთ, არამედ ზევით ავიწიეთ. "ვორსკლადან" შემტევები წავიდნენ: სეფერი, ოლეინიკი, კრავეცი. მათ ნაცვლად სხვები მოვიდნენ, მაგალითად, ცენტრალური მცველი სანტანა, რომელიც სამი დღეა, რაც ჩვენთანაა. ამას არასოდეს არ ვუყურებ, ბიჭების მჯერა.

ყოველი თამაში ჩვენთვის გამოწვევაა. ვთამაშობთ ისე, როგორც შეგვიძლია. ჩემი გუნდი დისციპლინირებულად მოქმედებს, აქ არ არის ქაოსი, როდესაც ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მომენტები გვაქვს", - ციტირებს სკრიპნიკს ua-football-ი.

სკრიპნიკი 1996-2004 წლებში "ვერდერის" მცველი იყო, ბრემენული გუნდის შემადგენლობაში მოგებული აქვს ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის თასი, 10 წელი ამავე კლუბის სისტემაში მწვრთნელად მუშაობდა, 2014-2016 წლებში კი გუნდის თავკაცი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს რუსეთუმე არაკაცები, რუსულ გუნდებზე ან ნაკრებზე რომ მივა საქმე, მაშინ მიჯნავენ სპორტს და პოლიტიკას. ახლა, კონფერენსლიგის ერთი თამაშის გამო, უკრაინელებს დედას აგინებენ.
განავალივით ამოტივტივდა ყველა არაკაცი, მაგრამ არაუშავს. თქვენც ჩაირეცხებით.
ციციკორე
17:31 29-07-2023
11
უადგილოდ რომ იმუქრებით კომენტარებში-აქ შეგაძვრენთ და იქ შეგაძვრენთო,თქვენ ვინ ხართ თუ არა მოლაყბე არარაობები.სწორედ რომ ვერ გაიგეთ უკრაინელი მწვრთნელის ნათქვამი.ჯერ ვაფუჭებთო და მერე ძველი კაზაკები ვით შაშკების ქნევით ვასწორებთო,ჩვენივე სენი სჭირთ,ჯერ .....ისე უკრაინელები დღეს დღეობით ჩვენი მოკავშირე ერია და უსაფუძვლოდ ნუ ილანძღებით,დაუფიქრებლად კომენტარებში, ზოგიერთი ვითომ მამულისშვილი-უწმაწური სიტყვებით "მებრძოლები"...
მამულაშვილი
13:14 29-07-2023
12

სიახლეები პოპულარული