გორის "დილა" "აპოელს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალის საშინაო მატჩს "აპოელის" წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ Tengiz Burjanadze Stadium - გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ,,აპოელთან" UEFA conference league მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს Dinamo Arena-ზე ჩავატარებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "დილა" "აპოელის" წინააღმდეგ პირველ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

altუკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან,

ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

alt"დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე დვალისა და ქვილითაიას "აპოელია" [VIDEO]

altეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ესე იგი ამ აპოელს თუ მოუგო მერე კიდევ გენტს და არ მახსოვს იმათ შორის გამარჯვებულს უნდა მოუგოს და ისე გავა ჯგუფში???

მართლა ჩემპიონი უნდა გამხდარიყო

მგონი ჩემპიონთა ლიგა უფრო ადვილი დასაძლევია
ოთარ
07 აგვისტო 2023 17:06
0
გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება ამიტომ მაქსიმალურად გავავსოთ დინამო, სხვა გზა არ არის.
თორემ ლოკომოტივი კი მართლა ჯობდა.
წესით გორი იმსახურებს ნორმალურ სტადიონს და სახლში თამაშს.
საზმაუმ კიდე ჯობია ჩვენი ფული ისე დახარჯოს როგორც ჩვენ გვინდა, ისე როდემდე უნდა ვითმინოთ ამ არხის პარაზიტობა ჩვენზე?!
ზურა
05 აგვისტო 2023 23:46
0
მეც მგონია და ადრეც დავწერე, მესხზე ჯობდა ეთამაშათ. ნეტა თვითონ დილას როგორ ურჩევნია? ალბათ დინამო, რადგან ასე გადაწყდა. ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ დილას, ყოჩაღ ბიჭები.
დიდება საქართველოს!
ლევანი
05 აგვისტო 2023 22:37
0
გუნდის მიერ საშინაო არენის შეცვლა და სხვა სტადიონზე თამაში, გინდ 100 მეტრში იყოს, ნიშნავს ნეიტრალურ სტადიონზე თამაშს. გამოდის, რომ დილა ერთს გასვლას ითამაშებს და მეორეს ნეიტრალურს. აპოელი კი ერთს საშინაოს და მეორეს ნეიტრალურს, უპირატესობა აპოელის მხარესაა. ჯგუფურ ეტაპზე უნდა შეცვლილიყო სტადიონი!!!!!
არ შეიძლება
05 აგვისტო 2023 11:40
1
მითუმეტეს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და არაფერში არ შეუწყვეთ ხელიი რო გაკეთებულიყო რამოხდებოდა პროსტა არ სეიძლება ესეე
ოს
05 აგვისტო 2023 12:06
0
მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საზ-მაუმ ფული მოითხოვა გორის თამაშის რეპორტაჟისთვის.
გია პაპა
05 აგვისტო 2023 06:53
0
მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საზ-მაუმ ფული მოითხოვა გორის თამაშის რეპორტაჟისთვის.
გია პაპა
05 აგვისტო 2023 06:52
0
კიდევ ერთხელ ვამბობ, აუშენეთ ამ ბიჭებს და ქალაქს ახალი თანამედროვე მაგარი სტადიონი. ვის რათ ჭირდება ქობულეთისთვის ახალი სტადიონი, გუნდს რომელსაც არანაირი შედეგი არა აქვს. გორი იმსახურებს ახალ თანამედროვე 4 კადეგორიის სტადიონს.
გიორგო
04 აგვისტო 2023 23:00
4
ძალულიან ცუდი გადაწყვეტილებაა! იქ სახლში არიან, აქ უცხო გარემოში, ამხელა ცარიელ სტადიონზე. რატომ? ჯგუფში თყ გავლენ, მერე შეიძლებოდა
რეზო
04 აგვისტო 2023 21:48
0
შემოვდივარ წინადადებით: - გორის დილა დინამოზე თამაშების გადმოტანით დაჯილდოვდეს, ხოლო დინამო გორში თამაშების გადატანით დაისაჯოს!
დინამოელებო უკვე სირცხვილად იქცა ქართული ფეხბურთისათვის თქვენი არსებობა - გაიგეთ??? მიზეზები თქვენ მოძებნეთ და გამოასწორეთ, რადგან არცხვენთ ძველი დინამოს ისტორიაში შესულ დიდებულ სახელს.
ვაჟა მასწ.
04 აგვისტო 2023 21:37
2
დიდი იმედი მაქვს,რომ თბილისელი გულშემატკივარიც მივა სტადიონზე.20 000-მდე თუ ავა რაოდენობა ძალიან კარგი იქნება. ეს ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ ამას,ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით
საქართველო
04 აგვისტო 2023 20:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული