გორის "დილა" "აპოელს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალის საშინაო მატჩს "აპოელის" წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ Tengiz Burjanadze Stadium - გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ,,აპოელთან" UEFA conference league მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს Dinamo Arena-ზე ჩავატარებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "დილა" "აპოელის" წინააღმდეგ პირველ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

altუკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან,

ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

alt"დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე დვალისა და ქვილითაიას "აპოელია" [VIDEO]

altეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ესე იგი ამ აპოელს თუ მოუგო მერე კიდევ გენტს და არ მახსოვს იმათ შორის გამარჯვებულს უნდა მოუგოს და ისე გავა ჯგუფში???

მართლა ჩემპიონი უნდა გამხდარიყო

მგონი ჩემპიონთა ლიგა უფრო ადვილი დასაძლევია
ოთარ
17:06 07-08-2023
0
გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება ამიტომ მაქსიმალურად გავავსოთ დინამო, სხვა გზა არ არის.
თორემ ლოკომოტივი კი მართლა ჯობდა.
წესით გორი იმსახურებს ნორმალურ სტადიონს და სახლში თამაშს.
საზმაუმ კიდე ჯობია ჩვენი ფული ისე დახარჯოს როგორც ჩვენ გვინდა, ისე როდემდე უნდა ვითმინოთ ამ არხის პარაზიტობა ჩვენზე?!
ზურა
23:46 05-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული