საქართველო - თურქეთი | ქალთა ერთა ლიგის პირველი მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 სექტემბერს, ჩვენი გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ივარჯიშა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა, თამარ ტატუაშვილმა ისაუბრა.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვცდილობთ, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ. შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთად იბრძოლებს. ამას თუ გავაკეთებთ, კარგ შედეგს მივიღებთ. თურქეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს საზღვარგარეთ მოთამაშე
ფეხბურთელები, თურქეთის ჩემპიონატი კი, ძალიან მაღალი დონის ტურნირია. თუმცა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ მოედანზე და ამ ლიგაში ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

თურქეთთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგში მივემგზავრებით. მეტოქე ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ძლიერია, თუმცა ქულები უნდა მოვიპოვოთ. მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ჩვენთვის მხოლოდ შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ითამაშებს საქართველოსთვის".

თამარ ტატუაშვილი (საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი):
"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა სომხეთთან ორი გამარჯვების შემდეგ. ვიცით, რომ თურქეთი რთული მეტოქეა, მაგრამ მოწინააღმდეგე კარგად გვყავს შესწავლილი. რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ".

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო)

მატჩების განრიგი

22 სექტემბერი | საქართველო - თურქეთი

26 სექტემბერი | ლუქსემბურგი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული