ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლუქსემბურგს დაუზავდა - 1:1.
შეხვედრამდე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა განაცხადა, რომ თუ თავს კარგად დაიცავდნენ, მოგების შესაძლებლობა ექნებოდათ. მართალია, გამარჯვება ვერ მოახერხეს, მაგრამ ფრეც არაა ურიგო შედეგი.
ანტმანის შეგირდებმა თურქეთთან წაგების შემდეგ ქულა მოიპოვეს და შემდეგ მატჩს 27 ოქტომბერს სტუმრად ლიეტუვასთან გამართავენ.
ეშ-სიურ-ალზეტი. „სტად ემილე მაირიში.
ლუქსემბურგი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩემინავა (27), 1:1 მაგალიაეში (34)
საქართველო: გაბელაია, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, ამბალია (ბუხრიკიძე 56), ბაქრაძე,
ჭყონია (მწყერაშვილი 84)