პირველ ტაიმში მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ბრუნო გომეშმა და ზვიად კუპატაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მეორე ტაიმის შუაში შაგინიამ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა ფინელებმა შეხვედრის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე თანაფარდობა აღადგინეს.
საქართველოს ნაკრები 7 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა.