"იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს" - შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
გუშინ, 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ "ჯვაროსნების" ისტორიაში პირველი პოკერი შეასრულა.

მიქაუტაძის შედეგიან მატჩს სოციალურ ქსელში ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გიორგის შანსი "აიაქსშიც" მიეცემა.

"გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს", - წერს არველაძე
"ფეისბუქგვერდზე".

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, სახლში კვიპროსთან გამართავს.

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

altმიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა - შოთა არველაძემ თანამემამულე შეაქო

alt"გვინდა, საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩები ჩავატაროთ" - შოთა არველაძემ ბრწყინვალე პროექტი დააანონსა

მკითხველის კომენტარები / 17 /
შოთა ჯიგარია! ყოველთვის მხარდამჭერია!
გია_544
13:04 13-10-2023
7
როცა აიაქსის მწვრთნელი წავა მერე ვნახოთ! ან ათამაშებენ ან არენდით გაუბერავს საფრანგეთში!
მწვრთნელი
14:57 13-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული