დავით ხარიტონაშვილმა სამსაჯო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
გამოცდილმა ქართველმა მსაჯმა, ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა, სამსაჯო კარიერა დაასრულა.

დავით ხარიტონაშვილმა მსაჯობა 1997 წლიდან დაიწყო. 2005 წლიდან იყო უმაღლესი ლიგის არბიტრი. 2011-14 წლებში ჰქონდა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის სტატუსი. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 302 შეხვედრა. ამასთან, სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო მატჩებში.

საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, დავით ხარიტონაშვილს მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანლემა ჯუნეტ ჩაქირმა გადასცეს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეუფ რაუქნია დამწყდა გულიი რა ჩემპიონატში . მაგან რამდენიაქ ქრთამი აღებული თქვას და ამხილოს წურბელა კორუმპირებულები, ჯობია
beqa
18:36 13-10-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული