"ასე როგორ შეიძლება?! ქობულეთში ყველამ კარგად დაინახა, რომ მასპინძელმა მცველმა აშკარად წააქცია "გურიის" ფეხბურთელი საჯარიმოში, მაგრამ რატომღაც მსაჯმა ეს ვერ შენიშნა.
რა თქმა უნდა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრ
24 აგვისტოს ლანჩხუთის გამგებელმა და, ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის ფრაგმენტსაც აქვე გთავაზობთ:
"არ მინდოდა კომენტარი თამაშის დასრულებისთანავე, ცხელ გულზე გამეკეთებინა. ვნახე ვიდეოჩანაწერიც და დავასკვენი, რომ, უბრალოდ, ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მსაჯმა აშკარად წაგვართვა მოგების შანსი და საბოლოოდ, საერთოდაც, უქულოდ დავრჩით.
არბიტრმა არ დაგვინიშნა აშკარა 11-მეტრიანი, რამაც, რა თქმა უნდა, მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა.
მსაჯებიც ცდებიან ხოლმე, მაგრამ რასაც ეს ადამიანი მე-60 წუთიდან აკეთებდა, იყო მიზანმიმართული ქმედება თავისი ლოგიკური დასასრულით - არდანიშნული პენალტი.
თამაშს რომ ვუყურებდი, მქონდა შთაბეჭდილება, რომ მანამ არ დაასრულებდა თამაშს, სანამ არ გაგვიტანდნენ...
ჩვენ ფეხბურთი ვითამაშოთ, თუ მსაჯებთან ურთიერთობები ვალაგოთ? ამას არ ვაპირებთ და მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეს ეხება - ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, თორემ რა გამოდის? ყველა ხედავს, რამდენს ვწვალობთ და ბოლოს მსაჯობის გამო ყველაფერი წყალში გვეყრება.
კლუბი აუცილებლად მიმართავს ფედერაციას ოფიციალურად, რომ რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე, თორემ ასეთი მსაჯობის გამო თუ არავინ დაისაჯა, იგივე გაგრძელდება", - აცხადებს ურუშაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"