უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

AutoSharing Option
ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ
ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით,
რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

Sportall.Ge

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..

altკლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 58 /
ხვიჩა გაიხარე. ნაღდი, პოზიტიური, კარგად აღზრდილი კაცი ხარ. მე მახსოვს ყიფიანს როგორ ლანძღავდნენ, ლამის მოწინააღმდეგეს ქომაგობდნენ ყიფიანის ჯინაზე.
ჰაჰა
18 ოქტომბერი 2023 13:27
6
ხვიჩას ჯვრისწერა ფართოდ გააშუქა იტალიურმა პრესამ და მე ორმაგად უფრო ამაყი ვიყავი, რომ ქართველმა ფეხბურთის ვარსკვლავმა ტრადიციულ ქართულ სტილში გადაიხადა ქორწილი და ყველას გააცნო ჩვენი ტრადიციები,ყველა ამაზე ლაპარაკობდა!!!ხვიჩა და ნიცა კი თავმდაბლობის მაგალითები არიან,ორივეს ბევრი გამომწერი ყავთ ინსტაგრამზე,მაგრამ ერთი ფოტო და ერთი სთორიც არ დაუდიათ,სხვები მათ ადგილას ხო წარმოგიდგენიათ რა ამბავს ატეხავდნენ!!!!!ამიტომ არიან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართული წყვილი!!!!!!!❤️
გაგა
18 ოქტომბერი 2023 13:25
4
1. ხვიჩა არის კარგი ადამიანი, სამაგალითო ქართველი კაცი და ფეხბურთის გენიოსი.
2. პომპეზურობა იყო მინიმალური. დარწმუნებული ვარ, რომ სცენარის ავტორი ხვიჩა არ იყო.
3. ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ საკუთარ აზრებს ყოველთვის გულწრფელად ვიტყვი აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც.
4. ნორმალური ქართველები ხვიჩას კატივს ვცემთ.
ქ. გ.
18 ოქტომბერი 2023 12:13
3
ამიტომ ხარ განუმეორებელი, რომ ყველაფერი შენში რაც კოლხ კაცს,ქართველ ადამიანს სჭირდება! გურს ქგგალე! მუდამ შენი გულშემატკივარი,მოედანსა თუ მის გარეთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
18 ოქტომბერი 2023 11:46
5
ვულოცავ ხვიჩას, ვუსურვებ გამრავლებას და იმედია კიდევ უფრო მოტივირებული იქნება!
ირაკლი
18 ოქტომბერი 2023 11:22
3
გილოცავ ხვიჩა! ბედნიერად იყავი შენს მშვენიერ მეუღლესთან ერთად!
Irakli
18 ოქტომბერი 2023 11:10
3
ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს,ადამიანურო ადამიანო!
ბრაზი
18 ოქტომბერი 2023 11:00
3
პომპეზურ ქორწილს რანაირად გადაიხდიდა, კაპიკებზე ამუშავებს ის ბებერი მაფიოზი ))
არკადა
18 ოქტომბერი 2023 10:40
22
ერთ ორ თამაშში თუ ვერ გაიტანა უკვე ხო ყველამ ვიცით რასაც დაწერენ
.
18 ოქტომბერი 2023 10:15
6
როგორც იქნა, ამ თემაზე ღიად დაწერეს
ზვიადი
18 ოქტომბერი 2023 10:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული